Search

Anonymous

მოგესალმებით ყველას, როგორც გითხარით ჩემს მიერ ამ საიტზე  განხილვის ერთ-ერთი პრიორიტეტული თემებია Cyber Security, Cyber Attack, Cyber Defense, დღეს მინდა შევეხო ჯგუფ Anonymous.

Anonymous

 Anonymous  (ანონიმაუსი, ანონიმები) – ინტერნეტ მომხმარებელთა ჯგუფი,  Anonymous  ახორციელებს ყოველგვარ საპროტესტო აქციებს ინტერნეტში, მათ აღიარება მოუტანა პროეკტმა “Chanologiya” რომელიც მიმართული იყო ეკლესიის წინააღმდეგ Scientology და აკტიური მხარდამჭერი მოქმედებით ტორენტ ტრეკერის  Pirate Bay-ს მიმართ.

 2008 წლიდან დაწყებული, Anonymous სულ უფრო და უფრო ასოცირდება ჰაკერულ ატაკებთან, თავისუფალი სიტყვის დასაცავად საპროტესტო აქციების გამართვით ინტერნეტში, ქმედებები რომელსაც თავის თავზე იღებს ანონიმაუსი ხორციელდება ისეთი ადამიანების მიერ რომელთა იდენტიფიკაცია პრაქტიკულად შეუძლებელია.

 Anonymous ასოცირდება რამოდენიმე საიტთან როგორიცაა – 4chan, Futaba; ვიკი საიტებთან (Encyclopædia Dramatica), ასევე რამოდენიმე ფორუმთან, ჯგუფს არ ყავს ლიდერი, (Encyclopædia Dramatica), Anonymous დამოკიდებულია კოლექტიურ ძალაზე, ცალკეულ ადამიანებზე, რომლებიც მოქმედებენ Anonymous პრინციპებით, ანონიმაუსი ასევე ცნობილია ოპერაციისთ “ანგარიშსწორება” რომლის დროსაც მათ DDOS ატაკის შაშუალებით იერიში მიიტანეს გარკვეულ სახელმწიფო, ორგანიზაციულ თუ ფიზიკური პირების რესურსებზე, რომლებიც ლობირებდნენ კანონს საავტორო უფლებების დაცვაზე და ინტერნეტში თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაზე, ამ შეტევების დროს დაზარალდნენ: გადახდის სისტემები PayPal, Mastercard, Visa, ბანკი PostFinance, ელექტრონული მაღაზია Amazon.com, ამერიკის ფედერალური ბიუროს საიტი და ა.შ.

ასევე ცნობილია, რომ Anonymous მხარდაჭერა გამოუცხადა facebook-ს, და იმ სოციალურ ქსელებს რომლებიც იცავენ ინტერნეტში თავისუფალი სიტყვას, Anonymous განაცხადა, რომ ამა წლის 31 მარტს გამორთავდა ინტერნეტს, მაგრამ როგორც ვნახეთ ეს მათ  ვერ მოახერხეს.
Anonymous მომხრეები ყავს მთელს მსოფლიოში, ჯგუფმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა რუსეთის ფედერაციას მათ ინტერნეტში განათავსეს ფაილი როელიც 2,5 GB ეს ფაილი დაშიფრულია და დაცულია უშველებელი პაროლით როგორც Anonymous აცხადებს ამ ფაილში განთავსებულია რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსანთა კომპრომატები და თუ ისინი გონს არ მოეგებიან Anonymous ამ პაროლს გამოაქვეყნებს, 2700 ელექტრონული წერილი იქნა მოპარული ტუნისის პრემიერ მინისტრის მიმოწერიდან და განთავსებული ინტერნეტში, დიდი ბრიტანეთის შსს ვებ გვერდის მუშაობა შეაფერხეს, Anonymous დაიყწო აქტიური ბრძოლა ადამიანის უფლებების დასაცავად ჩინეთში და ეს არ არის სრული სია რაც მათ გააკეთეს.
წყარო: