Search

პლანშეტი ASUS Transformer Pad 300 გაყიდვაში გამოვა 22 აპრილიდან

პლანშეტური კომპიუტერის ASUS Transformer Pad 300-ის ფასი 1 გბ ოპერატიული მეხსიერებით და 32 გბ-ანი ფლეშ-სივრცით შეადგენს დაახლობეით 400 დოლარს. მინი-კომპიუტერი, რომელსაც გააჩნია 10,1-დიუმიანი ეკრანი შესრულებულია  nVidia Tegra 3-ის პლატფორმაზე, რომელიც მოიცავს ოთხ მთავარი გამომთვლელ ბირთვს, გრაფიკულ კონტროლერს GeForce-ს და ასევე დამხმარე დაბალვოლტიან ბირთვ-კომპანიონს.

სიახლეს აქვს უკაბელო კავშირის Bluetooth 3.0 და Wi-Fi ადაპტერები, ორი კამერა (1,2- და 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით), ელექტრონული კომპასი, მიახლოვების და განათების სენსორები. დისპლეის გარჩევადობაა 1280×800 წერტილი; ხილვადობის კუთხე — 178 გრადუსამდე. მხარდაჭერილია 10-წერტილიანი მულტითაჩ „ინტერფეისი“. აკუმულატორული ელემენტის ერთხელ დამუხტვის შემთხვევაში, ავტონომიურად მუშაობის ხანგძლივობა აღწევს 10 საათამდე. მოძრავი კლავიატურის შეერთებისას დამატებით ელემენტთან ერთად მაშვენებლი იზრდება 15 საათამდე. პლანშეტში დაინსტალირებული იქნება ოპ. სისტემა Android 4.0 Ice Cream Sandwich, ხოლო მისი მიწოდება დაიწყება 22 აპრილიდან.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=uCTR_gGm3ws[/youtube]

წყარო: Computerworld