Bethesda Softworks-მა გამოაქვეყნა Action/RPG, Dishonoured-ის, სადებიუტო ტრეილერი.
თამაში შექმნილია Arkane Studios და Dark Messiah of Might and Magic-ის მიერ. პროექტზე მომუშავე სპეციალისტთა გამოცდილება, მართლაც რომ შთამბეჭდავია, Deus Ex: Human Revolution, BioShock 2 და Half-Life 2, ეს იმ თამაშების სია არის, რომელთა შექმნაშიც, მათ დიდი წვლილი მიუძღვით.
ვიდეო თამაშის სიუჟეტი, ინდუსტრიალურ, რეტრო-ფუტურისტულ სამყაროში ვითარდება, სადაც ტექნოლოგიები, მისტიკა და მაგია ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. თამაშის მთავარი გმირი, იმპერატორის ყოფილი პირადი მცველი, სახელად კორვო (Corvo) გახლავთ, რომელსაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის მკვლელობაში სდებენ ბრალს.
Dishonoured-ის რელიზი, 2012 წლის მეორე ნახევრისთვის არის დაგეგმილი. თამაში Xbox 360, PS3 და PC პლატფორმებისთვის იქნება.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=IyDvT7XpaBc[/youtube]
წყარო: videogamewriters