კომპანია NPD Group–მა ვიდეოთამაშების ამერიკული ბაზრის მარტის კვლევლის შედეგები გამოაქვეყნა.
გამოთვლების მიხედვით, გასულ თვეს, ამერიკელებმა 1,1 მილიარდი დოლარის ღირებულების კონსოლები, აქსესუარები და თამაშები შეიძინეს, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 25%-ით ნაკლებია, როცა ბაზრის მოცულობა 1,47 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
კონსოლების გაყიდვებმა, მწარმოებლებს 324 მილიონი დოლარი მოუტანა, რაც 35%-ით ნაკლებია 2011 წლის მარტთან შედარებით. ზედიზედ 15 თვის განმავლობაში, ყველაზე გაყიდვადი კონსოლი Xbox 360 გახლავთ (371 ათასი გაყიდული ერთეული). აქსესუარებზე მოთხოვნამ 8%-ით იკლო — 223 მილიონ დოლარამდე.
ვიდეო თამაშების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 585 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 26%-ით ნაკლებია გასულ წელთან შედარებით. მარტის ყველაზე პოპულარული თამაშების რეიტინგი კი შემდეგნაირად გამოიყურება:
1. Mass Effect 3 (პლატფორმები: Xbox 360, PS3, PC);
2. Resident Evil: Operation Raccoon City (Xbox 360, PS3);
3. MLB 12: The Show (PS3, PSV);
4. NBA 2K12 (Xbox 360, PS3, Wii, PSP, PC, PS2);
5. SSX (Xbox 360, PS3);
6. Street Fighter X Tekken (PS3, Xbox 360);
7. Mario Party 9 (Wii);
8. Call of Duty: Modern Warfare 3 (Xbox 360, PS3, Wii, PC);
9. Naruto Shippuden: Ultimate Ninja Storm Generations (Xbox 360, PS3);
10. Major League Baseball 2K12 (Xbox 360, PS3, Wii, NDS, PSP, PC, PS2).
წყარო: Gamasutra