როგორც იქნა გამოვიდა Instagram-ის Android ვერსია, რომელსაც ასე მოუთმენლად ველოდით. ეს არის სწრაფი ლამაზი და სახალისო პროგრამა რომლის საშუალებითაც გადაიღებთ და გაუზიარებთ ფოტოებს თქვენს ოჯახსა და მეგობრებს.
შეგახსენებთ, რომ პროგრამის საშუალებით შეგიძლიათ გადაიღოთ სურათი, დაამუშაოთ ის თქვენთვის სასურველი ეფექტებით და გააზიაროთ Facebook, Twitter და Tumbler სოციალური ქსელების საშუალებით.
აუცილებლად გადმოწერეთ Google Play მარკეტიდან


