Hardware

სმარტფონები Mozilla-ს დამზადებული მობილური ოპ. სისტემით გამოვა წლის ბოლოსკენ

პლანშეტების და კომუნიკატორების ოპ. სისტემების ბაზარზე გამოჩნდება ახალი მოთამაშე, Mozilla-ს საზოგადოებამ  განაცხადება, რომ 2012 წლის დასარულს ან 2013 წლის დასაწყისში გამოვა პირველი მოწყობილობები Boot to Gecko-ს აპარატულ პლატფორმაზე. მობილური OS-ში მოთავსებულია Gecko ძრავი, რომელიც გამოიყენება კერძოდ ბრაუზერ Firefox-ში. პლატფორმა მიიღებს საკუთარ ინტერფეისს Web API, რომელსაც გააჩნია სტანდარტული ტელეფონის ფუნქციების მხარდაჭერა: ზარები, SMS, უკაბელო Bluetooth-კავშირი, NFC და ა.შ. მოსალოდნელია, რომ ოპ. სისტემა მჭიდროდ იქნება ინტგერირებული ვებ-აპლიკაცეიბთან დაინტერნეტ-სერვისებთან.

აღმასრულები დირექტორის გარი კოვაჩის (Gary Kovacs) სიტყვებით, სმარტფონები Boot to Gecko-ის ბაზაზე შემოთავზებული იქნება ხელმისაწვდომ ფასად, რაც ხელს შეუწყობს OS-ის პოპულარიზაციას. პირველი აპარატები Mozilla -ს ოპ. სისტემის მართვის ქვეშ წარმოდგენილი იქნება ბრაზილიაში, ხოლო მათი გავრცელებით დაკავდება ოპერატორი Telefonica Vivo. კომუნიკატორის ტექნიკური მახასიათებლები, ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: TechRadar

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 27 აპრილი, 2012 ·არქივის შესახებ