გერმანულმა კომპანიამ Biegert & Funk-მა დაამზადა არასტანდარტული მაჯის საათი Qlocktwo W, რომლის გაყიდვებიც დაიწყება შემოდგომაზე.
სიახლეს არ გააჩნია არც ციფრები და არც ისრები. მათ მაგივრად გამოიყენება მატრიცა 110 ასოსგან შუქდიოდური განათებით; საათი იუწყება დროის შესახებ სიტყვიერი ფორმით, მალაგითად: «ეხლა პირველის ნახევარია» ან «ოთხს უკლია თხუთმეტი წუთი».
Qlocktwo W შესრულებულია ისე, რომ სიტყვები გამოისახება წინა პანელის სხვადასხვა ნაწილში. იმისთვის, რომ გავიგოთ რომელი საათია, საჭიროა სპეციალური ღიკალზე თითის დაჭერა.
საათი შემოთავაზებული იქნება უჟანგავი ფოლადის კორპუსში ტყავის ან კაუჩუკის სამაგრით. ზომები — 35×35×7 მმ, ხოლო ინტერფეისი — ინგლისური ან გერმანული. ინფორმაცია ღირებულების შესახებ, ჯერჯრეობით უცნობია.
წყარო: Biegert & Funk