Electronic Art-მა გამოაქვეყნა, სტუდია Danger Close Games-ის შემოქმედების, Medal of Honor: Warfighter-ის პირველი კადრები.
ვიდეოში ნაჩვენებია, იმ ფრაგმენტების გაფართოებული ვერსია, რომელიც წარმოდგენილი იყო თამაშის დებიუტ ტრეილერში. კადრები საკმაოდ შთამბეჭდავია, დამაინტრიგებელი რეჟისურული დადგმა და ეფექტური ვიზუალური გაფორმება. ნაკლების მოლოდინი ნამდვილად არ გვქონდა, რადგან Warfighter-ის, გრაფიკულ ხარისხზე პასუხისმგებელი ხომ Frostbite 2.0 ძრავია, რომელმაც მშვენივრად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები Battlefield 3-ში.
EA-ს შემოქმედებითმა დირექტორმა, რიჩარდ ფერელიმ (Richard Farrelly), პორტალ CVG-სთვის მიცემულ ინტერვიუში, გაგვიზიარა რამოდენიმე დეტალი თამაშის შესახებ:
”ჩვენ გაგვაჩნია საკუთარი აზრი და შეხედულება ამა თუ იმ დეტალისადმი. Warfighter და Battlefield 3-ს შორის მართლაც რომ დიდი სხვაობაა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანს საერთო ძრავი გააჩნია. რათმაუნდა არის რამოდენიმე მსგავსებები, მაგალითისთვის: აფეთქება-განადგურება და გამაოგნებელი განათება”.
შეგახსენებთ, რომ Medal of Honor: Warfighter, გამოსვლის თარიღი 23 ოქტომბერია. თამაში Xbox 360, PS3 და PC პლატფორმებისთვის იქნება.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=fNQFig_258A[/youtube]
წყარო: computerandvideogames