წლების განმავლობაში ძალიან ძნელი იყო ზოგიერთი ადამიანისთვის წარმოეგინა, რომ ხალხი დაინტერესდებოდა სმარტფონებით, რომლებსაც აქვთ 4 დიუმზე დიდი ეკრანი. ამ ადამიანებისთვის ავტორიტეტულ აზრს წარმოადგენდა Apple-ის განცხადება, რომ 3.5 დიუმიანი ეკრანი ყველაზე ოპტიმალურია და აქედან გამომდინარე ითვლებოდა, რომ მასზე დიდი ან პატარა ეკრანი ცუდი იყო მომხმარებლისთვის. მსგავსი მოსაზრება აზრს კარგავს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სამხრეთ კორეულმა გიგანტმა გაყიდა 5 მილიონზე მეტი Galaxy Note, რომლის ეკრანის ზომა 5.3 დიუმია.

ეკრანის ზომა მუდმივი დავის საგანია, რადგანაც ორი კონკურენტი სმარტფონების პლატფორმა დღეისათვის, iOS და Android ამ საკითხს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულად უგებიან. iOS მიბმულია 3.5 დიუმიან ეკრანზე, როცა Android-ის ფოკუსი უფრო დიდი ზომის დისპლეებზეა შეჩერებული. დავის მთავარი თემაა არის თუ არა ერთი ან მეორე მიდგომა სწორი.

რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია აზრი, რომ Apple-მა თქვა რომ 3.5 დიუმი არის ეკრანის ოპტიმალური ზომა და განსხვავებული ზომა უკვე არასწორი და უცნაური არჩევანია. როგორც კი Apple გამოუშვებს iPhone-ს 4 დიუმიანი ეკრანით მაშინათვე შეიცვლება სტანდარტი და მოსაზრება,რ ომ 3.5 დიუმი ყველაზე ოპტიმალურია მაშინათვე არასწორი და მიუღებელი გახდება 🙂

ეს ყველაფერი ძალიან ქედმაღლურად გამოიყურება, თითქოს მომხმარებლებს უნდათ დიდი ზომის ეკრანები მაგრამ მიღებული მოსაზრებების თანახმად ისინი მაინც თვლიან რომ დიდი დისპლეი ცუდია. ყველაფერი ისე გამოიყურება თითქოს ხალხი იყოს Google-სა და Android-ის მწარმოებელთა ბოროტი მარკეტინგული სქემის მსხვერპლი. იმიტომ, რომ Apple-ის სამყარო უტყუარია და მას აქვს სწორი პასუხი ყველასთვის, რომ იმათ ვისაც არ სჯერა ამის არიან გარეშე ფაქტორების ზემოქმედების ქვეშ მათი ნების წინააღმდეგ.

ფაქტი კი იმაში მდგომარეობს, რომ 4 დიუმზე უფრო დიდი ეკრანის მქონე მოწყობილობების პოპულარობის ზრდა არ უკავშირდება ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზებს. ეს მოწყობილობები პოპულარულია იმიტომ, რომ ხალხს უნდა ისინი და ეს მხოლოდ ამერიკის ბაზარზე არ ხდება, ასეა ევროპის ბაზარზეც.

სინამდვილეში არ არსებობს ეკრანის სწორი ზომა. ზოგიერთი ადამიანი ირჩევს პატარა ეკრანს, ზოგიერთს კი უფრო დიდი უნდა, ხოლო არიან ისეთებიც ვისაც საერთოდ არ უყვარს სმარტფონები. ეკრანის ოპტიმალური ზომის იდეა საფუძველშივე არასწორი გამოდის.

მოდით დავაკვირდეთ რა მოხდა Galaxy Note-ის შემთხვევაში. გამოსვლისთანავე მას დაცინეს მისი 5.3 დიუმიანი ეკრანის გამო და მას ჯონათან სელერმა “ყველაზე გამოუსადეგარი ტელეფონი” უწოდა: “ტელეფონი ძალიან დიდია. თქვენ სულელივით გამოიყურებით როცა საუბრობთ ტელეფონზე, ხალხი დაგცინებთ და თქვენ არ იქნებით ამით კმაყოფილი. Samsung-მა ამ შემთხვევაში სრულიად გადაამლაშა”

მიუხედავად სერიოზული წარმატებისა ზოგიერთი ანალიტიკოსისათვის დღემდე დაუჯერებელია ის, რომ დიდ ეკრანიანი სმარტფონი შეიძლება ხალხისთვის გამოსადეგი და მოხერხებული იყოს.

ყბადაღებული Galaxy Note ამტკიცებს, რომ არასწორია აზრი იმის შესახებ, რომ სანამ Apple არ გამოუშვებს 4 დიუმიან მოწყბილობას მანამდე უფრო დიდი ეკრანის მქონე სმარტფონები ვერ გახდება პოპულარული მიუხედავად სერიოზული შავი პიარისა ზოგიერთი ანალიტიკოსის მხრიდან.

წყარო: OSNews

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.