Search

Sharp პირველად მსოფლიოში იწყებს IGZO-დისპლეების მასიური წარმოებას

კორპორაცია Sharp-მა განაცხადა, IGZO ტიპის დისპლეების გამოშვების დაწყების შესახებ, რომლებსაც გააჩნიათ 7, 10 და 32 დიუმი. IZGO პანელი შესრულებულია ტრანზისტორების გამოყენებით ინდიუმის ოქსიდის, გალიუმის და თუთიის ბაზაზე. დისპლეებს აქვთ მაღალი გარჩევადობა და მცირე ენერგომოხმარება. გარდა ამისა, მათ გააჩნიათ დიდი ხილვადობის კუთხე და კარგი ფერების გადაცემა. 7-დიუმიანი ეკრანების გარჩევადობაა 1280×80 წერტილი. პიქსელების სიმჭიდროვე — 217 ppi (წერტილები დიუმზე).

10-დიუმიან პანელებს ეს მაჩვენებლები თანაბარი აქვთ 2560×1600 წერტილი და 300 ppi. 32-დიუმიანი დისპლეების აღჭურვილობაში შედის, გარჩევადობა 3840×2160 პიქსელი (140 ppi). მოსალოდნელია, რომ IZGO-ეკრანები გამოყენებული იქნება პლანშეტურ კომპიუტერებში, ულტრაბუქებში, სამედიცინო სისტემებში და ა.შ.

წყარო: Nikkei Business Publications