Search

Valve ამთავრებს Steam-ის პორტირებას GNU/Linux პლატფორმისათვის

Phoronix-მა წარმოადგინა საინტერესო ანგარიში სადაც ამბობს, რომ Valave ასრულებს თავისი თამაშების დისტრიბუციის სისტემა Steam-ის პორტირებას GNU/Linux პლატფორმაზე. პირველი ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ კიდევ 2010 წელს გავრცელდა, მაგრამ ეს ყველაფერი უფრო რთული აღმოჩნდა ვიდრე მოსალოდნელი იყო, ასევე არ იყო საკმარისი სპეციალისტები OpenGL-ის პროგრამიებაში.


სიძნელე იმაში მდგომარეობს, რომ Valve-ს უნდა შექმნას მშობლიური აპლიკაცია Wine-ის ბიბლიოთეკის გარეშე. ეს პირველ რიგში არის გეიბ ნიუელის შეხედულებიდან გამომდინარე, რომელიც ამ ბოლო დროს აქტიურად აკრიტიკებს მაიკროსოფტს (მიუხედავად იმისა, რომ ის იყო Windows-ის პირველი სამი ვერსიის პროდიუსერი) და ნეგატიურად არის განწყობილი Windows 8-ის მიმართ. პლატფორმის პოპულარიზაციისათვის ფირმა გაუშვებს Left 4 Dead-ის Linux ვერსიას, და ასევე Source ძრავაზე შექმნილ ყველა თამაშს. უკვე არის თამაშის მუშა ვერსიები Ubuntu 11.10-ზე AMD-ს დრაივერებით.

წყარო: ამაიკლ ლარაბელი