კომპანია Zotac-მა დააანონსა, სამაგიდო მინი კომპიუტერი, Zbox Nano XS AD11 Plus, AMD Brazos-ის აპარატულ პლატფორმაზე.
შემქნელები სიახლეს უწოდებენ, “ყველაზე პატარა კომპიუტერს დღეისათვის, რომელსაც გააჩნია სამაგიდო კომპიუტერის ფუნქციონალური შესაძლებლობები”. Nettop-ის ზომები — 106×106×37 მმ.
გამოყენებულია AMD E-450-ის პროცესორი, ორი გამომთვლელი ბირთვით , სიხშირე არის 1,65 გჰც და გრაფიკული კონტროლერი Radeon HD 6320 DirectX 11-ის მხარდაჭერით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 2 გბ-ს. მონაცემთა შესანახად გამოყენებულია 64 გბ-იანი SSD.
Nettop აქვს Gigabit Ethernet-ის ქსელის კონტროლერი, მრავალფორმატიანი ქარდრიდერი, კომბინირებული eSATA/USB 2.0 პორტი, HDMI ინტერფეისი, ორი USB 3.0 და ორი USB 2.0 შესაერთებელი. კომპლექტში შედის შიდა უკაბელო კავშირის Wi-Fi ადაპტერი 802.11n-ის მხარდაჭერით.
Zbox Nano XS AD11 Plus-ის ფასი იქნება 360 დოლარი იქნება (ოპერაციული სისტემის გარეშე).
წყარო: Geeky Gadgets