გასულ წელს Apple ხშირად აიძულებდა დეველოპერებს, რომ ამოიღოთ ისეთი კონტენტის გაყიდვა, რომელიც არ იქნებოდა განხორციელებული AppStore-ის საშუალებით. Dropbox-მა დაადასტურა რომ ზოგიერთი დეველოპერი, რომელიც მისი სერვისების გამოყენებას ცდილობს Apple-მა დაბლოკა “იმიტომ რომ ის მომხმარებლებს ანგარიშების შექმნის საშუალებას აძლევს”. აი როგორ ხდება ეს: მომხმარებელი პროგრამიდან გადადის Safari-ში სადაც იხსნებს Dropbox-ის გვერდი რეგისტრაციის გავლისათვის, ამასთანავე შესაძლებელია ფასიანი ანგარიშის გახსნაც.

Dropbox-მა სცადა მოეგვარებინა ეს პრობლემა იმით, რომ გადამისამართება მომხდარიყო საიტის არა მობილურ, არამედ სამაგიდო ვერსიაზე, თუმცა ამის შემდეგაც AppStore-ის მიმომხილველებმა არ შეწყვიტეს პროგრამების დაბლოკვა. ახლა უკვე კომპანიამ SDK-დან ამოიღო ანგარიშის შექმნის ფუნქციონალი. Dropbox თვლის, რომ ეს მოაგვარებს წარმოქმნილ პრობლემას. კომპანიამ განაცხადა, რომ “მიუხედავად იმისა, რომ Apple ბლოკავს პროგრამებს” ისინი “აგრძელებენ მუშაობს იმაზე თუ როგორ მოაგვარონ მსგავსი პრობლემები”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.