Search

Dell სათამაშო ნოუთბუქი Alienware M17x აღჭურვა Ivy Bridge-ის პროცესორით

Dell-მა დაიწყო შეკვეთების მიღება მძლავრ პორტატულ კომპიუტერზე Alienware M17x 17,3-დიუმიანი დისპლეით.

სათამაშო ნოუთბუქი შესრულებულია Intel Ivy Bridge-ის აპარატულ პლატფორმაზე: მაქსიმალური კონფიგურაციით ის აღჭურვილია 4-ბირთვიანი პროცესორით Core i7-3820QM-ით, რომელიც ფუნქციონირებს 2,7 გჰც ტაქტურ სიხშირეზე (3,7 გჰც-მდე «ტურბო» რეჟიმში). ვიდეოსისტემისთვის ასარჩევად შემოთავაზებულია დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებული GeForce GTX 660M, GeForce GTX 675M და Radeon HD 7970M, რომლეთაგანაც თითოეულს გააჩნია 2 გბ მეხსიერება GDDR5.
ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 32 გბ-ს; შესაძლებელია 1 ტბ-ანი მყარი დისკი ან ორი 512 გბ-ანი SSD დაყენება. უმცროსი მოდელების ეკრანის გარჩევადობაა 1600×900 წერტილი; უფროსი ვერსიას აქვს 3D-პანელი გარჩევადობით 1920×1080 პიქსელი (Full HD).
ნოუთბუქის განკარგულებაშია მრავალფორმატიანი ქარდრიდერი, ოპტიკური Blue-ray მიმღები, Bluetooth 4.0 და Wi-Fi ადაპტერები, და ასევე 2,1-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა HD-ვიდეოს მხარდაჭერით. გარდა ამისა, ნახსენებია ოთხი USB 3.0 პორტი, HDMI Mini DisplyPort და D-Sub კონექტორები.
Alienware M17x-ის ფასი იწყება 1 500 დოლარიდან.
წყარო: Dell