ჩინური კომპანიამ CZC Tech-მა დაამზადა ტრანსფორმირებადი ულტრაბუქი U116T, რომლიც ნაჩვენები იქნება Computex 2012-ის გამოფენაზე (5–9 ივნისი, ტაივანი).

სიახლეს გააჩნია სენსორული დისპლეი «მულტითაჩ» ტექნოლოგიის მხარდაჭერით და მოსახსნელი კლავიატურა დამატებითი აკუმულატორით, რომლის მოხსინის შემთხვევაშიც მოწყობილობა გარდაიქმნება პლანშეტად.

კომპიუტერი — Intel Ivy Bridge-ის პლატფორმაზე, რომელიც მოიცავს 22-ნანომეტრიან მესამე თაობის Core პროცესორს. შესაძლებლია 4 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერების და მყარი დისკის ტევადობით 16-დან 128 გბ-მდე დაყენება. 11,6-დიუმიანი ეკრანის გარჩევადობაა 1366×768 წერტილი.

სხვა მახასიათბელები ასე გამოიყურება: Wi-Fi ადაპტერი 802.11b/g/n-ის მხარდაჭერით, 3G მოდული მობილურ ქსელებთან შესაერთებლად, ვებ-კამერა 1,3-მეგაპიქსელიანი მატრიცით, MicroSD-ბარათების რიდერი, სტერეოფონური დინამიკები, USB 2.0 და USB 3.0 პორტები.

ულტრაბუქის გამოსვლის თარიღი და მისი ღირებულება, ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: Softpedia.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.