Search

Lenovo-ს ახალი ლეპტოპი, IdeaPad Y480, უკვე გაყიდვაშია

კომპანია Lenovo-ს ონლაინ მაღაზიამ, ახალი ნოუთბუქის IdeaPad Y480-ის გაყიდვა დაიწყო. ლეპტოპი გვთავაზობს 14 დიუმიან LED-დისპლეის, 1366 x 768 გაფართოებით. ნოუთბუქი აწყობილია Intel Core-ის მესამე თაობის პროცესორებზე.

კომპანია Lenovo, გვთავაზობს ლეპტოპებს, შემდეგი კომპლექტაციებით: i3-2370M, 2,4GHz ან i7-3610QM, 2,3GHz პროცესორით, ოპერატიულ მეხსიერებას, 8გბ-მდე, მყარი დისკი, 1ტბ-მდე, აგრეთვე NVIDIA GeForce GT 640M-ის გრაფიკულ ბარათს, 1გბ ან 2 გბ ვიდეომეხსიერებით.

Lenovo-ს 14 დიუმიანი ლეპტოპის სისქე წარმოადგენს 32,8მმ-ს. ნოუთბუქის კორპუსი შექმნილია ალუმინისაგან. Lenovo IdeaPad Y480 გვთავაზობს, 1.0 მეგაპიქსელიან ვებკამერას, გიგაბიტის ქსელურ ადაპტერს, 802.11 b/g/n WiFi-ს, Bluetooth 4.0-ს, JBL-ის დინამიკებს, USB 2.0-ის ორ პორტს, USB 3.0-ის ორ პორტს და HDMI შესაერთებელს. ელემენტს შეუძლია, 4 საათამდე მუშაობა, დატენვის გარეშე.

IdeaPad Y480, უზრუნველყოფილია Windows 7 Home Premium (64-bit), ოპერაციული სისტემით. ლეპტოპის ფასი, 849 დოლარიდან იწყება.

წყარო: Lenovo