6 ივნისიდან დაიწყება წინასწარი შეკვეთების მიღება კომუნიკატორზე Oppo Finder-ზე, რომელიც არის Android 4.0 ვერსიის (Ice Cream Sandwich) ოპ. სისტემის მართვის ქვეშ.

სმარტფონი, როგორც ირწმუნებიან, დღესდღეობით არის მსოფლიოში ყველაზე თხელი: მისი მონობლოკის ტიპის კორპუსის სისქე შეადგენს 6,65 მმ-ს. შედარებისთვის: Motorola RAZR-ის ეს მაჩვენებელი უტოლდება 7,1 მმ-ს, ხოლო Apple iPhone 4S —9,3 მმ.

Oppo Finder-ს აქვს ორბირთვიანი პროცესორი ტაქტური სიხშირით 1,5 გჰც. კომუნკატორის აღჭურვილობაში შედის: 1 გბ ოპერატიული მეხსიერება, ფლეშ-სივრცე ტევადობით 16 გბ და 4,3-დიუმიანი სენსორული Super AMOLED Plus დისპლეი.

გარდა ამისა, ნახსენებია ორი კამერა: მთავარი 8-მეგაპიქსელიანი, მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობით 1080p ფორმატში და 1,3-მეგაპიქსელიანი, რომელსაც შეუძლია ვიდეოს გადაღბა 720p ფორატში.

სიახლის შეძენა შესაძლებელი იქნება 630 დოლარად.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=p8pT6y4ty4U[/youtube]

წყარო: CNET News.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.