Search

Sharp-მა სმარტფონი Pantone 5 აღჭურვა რადიომეტრით

ივლისში იაპონური ოპერატორი Softbank დაიწყებს მსოფლიოში პირველი სმარტფონის გაყიდვებს, რომელსაც შეუძლია რადიაციის გაზომვა. აპარატ Pantone 5-ს, რომელიც დამზადებულია კომპანია Sharp-ის მიერ, შეუძლია გამა-გამოსხივების დეტექტირება დიაპაზონზე 0,05-დან 9,99 მიკროზივერტამდე საათში. რადიაციის გასაზომად საკამარისია, წინა პანელზე განთავსებულ სპეიალურ ღიკალზე თითის დაჭერა; პროცესი ხანგძლივობა გრძელდება 10 წამი.

სმარტფონი შესრულებულია მონობლოკის ტიპის კორპუსში, რომელიც დაცულია მტვრის და წყლის შეხწევისგან. მოწყობილობას აქვს ერთბირთვიანი პროცესორი ტაქტური სიხშირით 1,4 გჰც. 3,7-დიუმიან სენსორულ დისპელის გააჩნია 480×854 წერტილი გარჩევადობა. სიახლის განკარგულებაშია 4-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, ასევე წინა კამერა 0,3-მეგაპიქსელიანი მატრიცით, GPS-მიმღები, უკაბელო კავშირის Wi-Fi და Bluetooth 3.0 ადაპტერები.

ოპ. სისტემა — Android 4.0 Ice Cream Sandwich. მოდელის ზომებია 115×58×12 მმ. ინფორმაცია Pantone 5-ის ღირებულების შესახებ, ამ მომენტისთვის უცნობია.

წყარო: PCWorld