Search

USB ფლეშ ბარათი, ხმის იდენტიფიკაციით

USB ფლეშ ბარათის შესახებ სიახლის დაწერა, ცოტა არ იყოს და ძნელია. მათი უმრავლესობა, ერთი მეორის მსგავსია, ერთი და იგივე ფუნქციების მატარებელი. ფლეშ ბარათების ძირითადი განმასხვავებელი ნიშნები არის, დიზაინი, მეხსიერების მოცულობა და მისი სიჩქარე.

მიუხედავად ზემოთხსენებულისა, ამ სიახლეს გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლიდით.

გაყიდვაში გამოვიდა ახალი ფლეშ ბარათი, რომელიც საჭიროებს ხმოვან იდენტიფიკაციას. ბარათის აქტივაციისთვის, თქვენ ხმამაღლა და გარკვევით უნდა წარმოთქვათ წინასწარ შერჩეული სიტყვა, ან ფრაზა. ახალ პროდუქტს გააჩნია მხოლოდ 8გბ თავისუფალი მეხსიერება. თანამედროვე სტანდარტებისთვის,მისი ზომა საკმაოდ მცირეა, თუმცა კი სავსებით საკმარისია, მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესანახად.

მოცემული სიახლე სრულად თავსებადია Mac Os-ის და Windows-ის ოპერაციულ სისტემებთან.

USB ფლეშ ბარათის ფასი არის 49.95 დოლარი და მისი შეძენა ონლაინ მაღაზია Hammacher Schlemmer-ის დახმარებით შეგიძლიათ.

წყარო: hammacher