Search

Computex 2012: წარმოდგენილია პირველი პლანშეტი Windows RT-ს პლატფორმაზე

კომპანია ASUS-მა და nVidia-მ Computex 2012-ის გამოფენაზე, რომელიც ახალ მიმდინარეობს ტაივანში, წარმოადგინეს პლანშეტური კომპიუტერები Tablet 600 და Tablet 810. მწარმოებლების განცხადებით, მოდელი Tablet 600 არის მსოფლიოში პირველი სამომხმარებლო მოწყობილობა Windows RT-ს მართვი ქვეშ (Windows 8-ის ვერსია ARM-პროცესორების მხარდაჭერით). პლანშეტში გამოყენებულია Tegra 3-ის „სისტემა ჩიპზე“, რომელიც მოიცავს ოთხ მთავარ გამომთვლელ ბირთვს და დამატებით დაბალვოლტიან ბირთვ-კომპანიონს.

Tablet 600-ს გააჩნია 10,1-დიუმიანი IPS-ეკრანი გარჩევადობით 1366×768 წერტილი, 2 გბ ოპერატიული მეხსიერება და ფლეშ-სივრცე ტევადობით 32 გბ. მოსახსნელი კლავიატურა დამატებითი ელემენტით, იძლევა პლანშეტის ნოუთბუქად გარდაქმნის საშუალებას.

მინი-კომპიუტერ Tablet 810-ში გამოყენებულია Intel Atom-ის ჩიპი. მოწყობილობას აქვს 11,6-დიუმიანი თაჩსქრინი გარჩვადობით 1366×768 წერტილი, 2 გბ RAM და 64 გბ-ანი ფლეშ-მოდული.

ორივე პლანშეტის განკარგულებაშია უკაბელო კავშირის Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 4.0 ადაპტერები, 2-მეგაპიქსელიანი წინა კამერა და ასევე მთავარი კამერა 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით. გაყიდვების დაწყების თარიღი და ღირებულება არ სახელდება.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=YR5Xh_1U35s[/youtube]

წყარო: SlashGear.