კომპანია Samsung-მა Computex 2012-ის გამოფენაზე წარმოადგინა ჰიბრიდული პლანშეტური კომპიუტერი Series 5 Hybrid PC, რომელიც არის Intel-ის პლატფორმაზე. მოწყობილობას, რომელსაც გააჩნია 11,6-დიუმიანი სენსორული ეკრანი ელექტრონული კალმით მართვის მხარდაჭერით, იყენებს Windows 8-ის ოპ. სისტემას. შესაძლებელია მოსახსნელი კლავიატურის შეერთება მაგინტური სამაგრით, რომლის მეშვეობითაც პლანშეტი გადაიქცევა ნოუთბუქად. Series 5 Hybrid PC-თვის გათვალისწინებულია ორი ძირითადი მოდიფიკაცია: უმცროსს ექნება Atom-ის პროცესორი მცირე ენერგომოხმარებით, ხოლო უფროს ვერსია — მესამე თაობის Core ჩიპზე (Ivy Bridge). უფრო მძლავრი მოდელი მიიღებს ეკრანს გარჩევადობით 1920×1080 წერტილი (ფორმატი Full HD).
სხვა მახასიათებლებს შორის ნახსენებია 2-მეგაპიქსელიანი წინა კამერა, მთავარი კამერა 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით, HDMI და USB 3.0 ინტერფეისები, სტერეფონური დინამიკები და SD-რიდერი. ავტონომიურად მუშაობის ხანგძლივობაა 7-დან 10 საათამდე, ხოლო მოწყობილობის წონა შეადგენს 750–870 გ-ს მოდიფიკაციის შესაბამისად.
სავარაუდოდ, სიახლე გაყიდვაში გამოვა წლის მეორე ნახევარში.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=fWuH6GkhPZc[/youtube]
წყარო: Expert Reviews და Laptop Magazine.