6 ივნისიდან ევროპულ ბაზარზე, ოპერატორი Orange დაიწყებს კომუნიკატორის San Digeo-ს გაყიდვებს, რომელიც არის პირველი კომერციული აპარატი Intel Medfield-ის პლატფორმაზე.
სმარტფონს აქვს ერთბირთვიანი პროცესორი Atom Z2460 ტაქტური სიხშირით 1,6 გჰც და ტექნოლოგია Hyper-Threading-ის მხარდაჭერა. სიახლის აღჭურვილობაში შედის, 1 გბ ოპერატიული მეხსიერება და ფლეშ-სივრცე ტევადობით 16 გბ.
სმარტფონს გააჩნია 4,03-დიუმიანი სესნორული დისპლეი გარჩევადობით 600×1024 წერტილი. გარდა ამისა, არის მთავარი კამერა 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით, რომელსაც შეუძლია თანმიმდევრული გადაღების განხორციელება სიჩქარით 10 კადრი წამში და მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერა 1080p ფორმატში.
სხვა მახასიათებლებს შორის ნახსენებია, HDMI ინტერფეისი, GPS-მიმღები და Bluetooth მოდული. გაჯეტის ზომები — 123×63×9,99 მმ; ხოლო წონა შეადგენს 177 გ-ს. სმარტფონში დაინსტალირებული იქნება ოპ. სისტემა Android 2.3 Gingerbread; მოგვიანებით ხელმისაწვდომი გახდება განახლება Android 4.0-მდე (Ice Cream Sandwich).
მოდელ San Diego-ს შეძენა შესაძლებელი იქნება 310 დოლარად.
წყარო: Intel.

წყარო: Intel.