Search

Microsoft Surface პლანშეტები

პრეზენტაციაზე, რომელიც ლოს ანჯელესში ჩატარდა კომპანია Microsoft-მა წარმოადგინა საკუთარი წარმოების პლანშეტების სერია Microsoft Surface. მოწყობილობები მუშაობენ Windows RT და Windows 8 Pro პლატფორმებზე.

“ჩვენ გვჯერა პერსონალური კომპიუტერის ეკოსისტემის… აპარატურისადა პროგრამული უზრუნველყოფის მრავალრიცხოვანი მწარმოებლებმა უნდა ითანამშრომლონ იმისთვის, რომ მომხმარებელს ქონდეს არჩევანი. Windows 8-ის შემთხვევაში ჩვენ არ გვინდა ვალში დავრჩეთ და გვინდა ჩვენი წვლილიც შევიტანოთ ინოვაციაში. ეს არის აბსოლუტურად უჩვეულო, სრულიად ახალი გამოთვლითი მოწყობილობები მაიკროსოფტისგან. ეს არის Microsoft Surface – და ეს არის პლანშეტი”

სტივენ სინოფსკიმ განაცხადა, რომ Windows RT პლანშეტის სისქე არის 9.3 მილიმეტრი და მას აქვს 10,6 დიუმიანი HD ეკრანი 16:9 შეფარდებით. USB 2.0 პორტი, პირველი მაგნიუმის შენადნობის კორპუსი, WiFi ქსელების საუკეთესო მხარდაჭერა არსებულ პლანშეტებს შორის, 3 მილიმეტრი სისქის Touch Cover კლავიატურა , 32/64 გიგაბაიტი მეხსიერება.

სამმილიმეტრიანი Touc Cover-ის ნაცვლად შეიძლება შევარჩიოთ 5 მილიმეტრიანი Type Cover მოძრავი კლავიშებით. WinRT პლანშეტი გამოვა Windows 8-ის გამოსვლისთანავე ანუ ოქტომბრის შემდეგ.

Windows 8 პლანშეტი მუშაობს Ivy Bridge პლატფორმაზე და აქვს USB 3.0 პორტები, Mini Display Port და 128 გიგაბაიტი მეხსიერება.

ფასები ჯერ არ გამჟღავნებულია, ბალმერმა პრეზენტაციაზე თქვა, რომ ისინი იქნება “კონკურენტუნარიანი” ანუ Surface ARM პროცესორით იქნება იგივე ფასში რაც სხვა პლანშეტები ხოლო Windows 8-ის ფასი ულტრაბუქებს გაუსწორდება.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=dpzu3HM2CIo[/youtube]

 

 

 

Surfac-ის პრომო საიტი
პრეს რელიზი და ტექნიკური მონაცემები