ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტი, რომელიც ლოზანაში (შვეიცარია) მდებარეობს, წარმოგვიდინა საკუთარი ქმნილება, რომელმაც მიგვაახლოვა ფანტასტიკური ჟანრის ფილმ, “ავატარი-ს” ტექნოლოგიებამდე. შვეიცარიელმა მეცნიერებმა წარმოადგინეს რობოტი, რომლის მართვასაც, საავადმყოფოს პალატაში მყოფი, ნაწილობრივ პარალიზებული პაციენტი ახორციელებდა. რობოტსა და პაციენტს შორის მანძილი 100 კმ-ს წარმოადგენდა, ხოლო მისი მართვა გონების საშუალებით ხორციელდებოდა.

რობოტის გონებით მართვა სიახლე არ გახლავთ, თუმცა კი EPFL სისტემა უნიკალური იმით არის, რომ რობოტის სამართავად საჭირო არ არის ნერვული იმპლანტანტების გამოყენება, რომლებიც ადამიანის ტვინზე იქნება მიერთებული. ერთადერთი რისი გამოყენებაც მოუწევს პაციენტს, ეს არის ელექტროდებით აღჭურვილი სპეციალური ელექტროენცეფალოგიური მუზარადი, რომელიც თავის ტვინის ქერქის ნურვულ სიგნალებს ჩაიწერს. რობოტის სამართავად, პაციენტმა უნდა წარმოიდგინოს თუ როგორ აკეთებს ამა თუ იმ მოქმედებას, მაგალითად როგორ წევს საკუთარ პარალიზებულ თითებს..

მეცნიერთა შემდეგი ამოცანა არის, რომ პაციენტმა შეძლოს რობოტის მართვა, ხმაურში და სხვადასხვა ყურადღების გამფანტველ მომენტში. ერთ ერთი პაციენტის თქმით, რობოტი იოლად უმკლავდება, პაციენტის ბრძანებებს, როდესაც  იგი კონცენტრირებულია ამა თუ იმ მოქმედების შესრულებაზე. თუკი პაციენტი ტკივილს განიცდის, ან რაიმე უშლის ხელს, მაშინ რობოტის გაკონტროლება რთული ხდება.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=aMvh5OWLuXc[/youtube]

წყარო: medgadget

One Response

  1. “სუროგატები”..

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.