Sharp-მა განაცხადა, მორიგი მიღწევებზე თხევადკრისტალური დისპლეების და OLED-პანელების დამზადების შესახებ.
კომპანიამ წარმოადგინა თხევადკრისტალური-ეკანები 4,9 და 6,1 დიუმიანი დიაგონალით, რომლებიც შესრულებია ტრანზსტორების გამოყენებით ინდიუმის ოქსიდის, გალიუმის და თუთიის ბაზაზე (Indium Gallium Zinc Oxide, IGZO). დისპლეებს აქვთ მაღალი გარჩევადობა და მცირე ენერგომოხმარება. გარდა ამისა, მათ გააჩნიათ დიდი ხილვადობის კუთხე და კარგი ფერების გადაცემა.
4,9-დიუმიანი ეკრანი, რომელიც განკუთვნილია სმარტფონებისთვის გააჩნია 1280×720 წერტილი გარჩევადობა; პიქსელების სიმჭიდროვე — 302 ppi (წერტილი დიუმზე). 6,1-დიუმიან პანელებს, რომლებიც ასევე განკუთვნილია მობილური მოწყობილობისთვის ეს მაჩვენებლები თანაბარი აქვთ, 2560×1600 წერტილი და 498 ppi.
გარდა ამისა, Sharp-მა დაამზადა 13,5-დიუმიანი QFHD ფორმატის OLED-დისპლეი: მისი გარჩევადობაა 3840×2160 წერტილი, ხოლო პიქსელების სიმჭიდროვე შეადგენს 326 ppi-ს.
და ბოლოს, წარმოდგენილი იყო მოქნილი3,4-დიუმიანი ეკრანი ორგანულ შუქდიოდებზე გარჩევადობით 540×960 წერტილი (326 ppi).

წყარო: Sharp.