Sonyმ წარმოადგინა საკუთარი კონტოლერის, PlayStation Move-ის, მორიგი აქსესუარი,  PlayStation Move Racing Wheel. სიახლე შექმნილია სპეციალურად სარბოლო თამაშებისათვის.

PlayStation Move Racing Wheel, ვიზუალურად საჭის ფორმის მსგავსია, ასევე მოწყობილობა საშუალებას გვაძლევს, გარკვეული ცვლილებების შედაგად, მის მოტოციკლის საჭედ გარდაქმნაში. კონტროლერის კუთხეებში განლაგებულია მართვის ღილაკები, რომლებიც მთავარი ჯოისტიკის დუბლირებას ახდენენ.

Sony-ს  განცხადებით, PlayStation Move Racing Wheel-ის ფასი 39.99 დოლარი იქნება. გამოსვლის თარიღი ამ მომენტისათვის უცნობია.

წყარო: blog.us.playstation.com

One Response

  1. ძალიან საიტერსეო რამეა, თან ფასი კარგი აქვს 🙂

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.