Android ოპერაციული სისტემის ბოლო ვერსია უკვე გამოვიდა Nexus მოწყობილობებზე. 4.1 ვერსია არ არის რევოლუციური, მაგრამ ის ფუნქციონალური და სტაბილურობის განახლებაა, რომელსაც საკმაოდ დიდი ხანია ველოდებით ამა თუ იმ მწარმოებლისაგან. არის თუ არა Android 4.1 – 4.0-ის განახლება, რომელიც მოწოდებულია ხალხი გადავიდეს Nexus მოწყობილობებზე, თუ დააჩქაროს მწარმოებლების მხრიდან ახალ ვერსიებზე გადასვლა?

სამომხმარებლო ინტერფეისი და დიზაინი

Google-მა აქ არაფერი თითქმის არ შეცვალა. გრძელდება ტრენდი, რომელიც Honeycomb-ში გამოჩნდა პირველად და განვითარდა Ice Cream Sandwich-ში, უბრალო უფრო ნაკლები ლურჯი ნეონი გამოიყენება. შეტყობინებების პანელი ახლა უფრო მეტ თეთრ ფერს შეიცავს. ოპ. სისტემის უმთავრესი ნაწილი მუქ ფერებში და სწორ ხაზებშია გადაწყვეტილი. Tron-ის დიზაინზე გადასვლის იდეა უკუგდებულ იქნა Jelly Bean-ში. ამ ყველა მოშორებული ელემენტით 4.1 გახდა უფრო ელეგანტური და თანამედროვე ოპ. სისტემა.

მისი მთავარი შრიფტი Android 4.1 Roboto არც ისე შეეიცვალა სისტემის სხვა და სხვა ნაწილებში. ეს უფრო შეიმჩნება Google Now-ში. აქ ცვლილება საგრძნოლად დიდია და ის შემთხვევითი არ არის.

ასევე არის რამოდენიმე ადგილი სადაც შეიძლებოდა ყველაფერი იდენტური ყოფილიყო, რაც გამოიხატება იმაში, რომ გაზიარების მენიუ ხშირად აჩვენებს დიზაინის სხვა და სხვა ვარიანტებს დამოკიდებულია რა პროგრამაზე, რომელიც მას იძახებს.

სხვა უმნიშვნელო დამატებები შეიცავს ანიმაციების უამრავ რაოდენობას, მათ შორის პროგრამის დახურვისა და გახსნი ანიმაცია, რომელიც თითის შეხების წერტილიდან იწყება. ეს ანიმაციები არ ითხოვენ დიდ დროს, ვიდრე წინა ვერსიაში უბრალოდ ამატებენ ადგილისა და მდებარეობის აღქმას.

მწარმოებლურობა

თუმცა Jelly Bean ტოვებს უმნიშვნელო განახლების შთაბეჭდილებას, გამოყენებისას უფრო მეტი ცვლილებაა საგრძნობი. ეს არის ის რასაც Google უწოდებს “Project Butter”- რომლის მთავარი დანიშნულებაა გრაფიკული ინტერფეისის მრძნობელობის გაუმჯობესება. როგორც მათიას დუარტე ამბობს, Google-მა ომი გამოუცხადა ინტერფეისის პრობლემებს” და ეს საგრძნობია.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=V5E5revikUU[/youtube]

ტექნიკური თვალსაზრისით “Project Butter”-ის ცვლილებები შეიცავს რამოდენიმე განახლებას. პირველ რიგში ეს არის VSync, რომელიც აყენებს 60 კადრი/წამში მოთხოვნას. VSync კეტავს ვიდეო გამოსახულების განახლების სიხშირეს 60-ზე, რითაც აუმჯობესებს სინქრონიზაციას ინტერფეისსა და მომხმარებელს შორის. მეორე არის სამმაგი ბუფერიზაცია, ეს ნიშნავს იმას, რომ CPU, GPU და დისპლეი მუშაობენ დამოუკიდებლად და არ ელოდებიან ერთამენთს. და ბოლოს Jelly Bean ცვლის პროცესორის სიხშირეს როცა თქვენ ეხებით მის ეკრანს, იმის მაგივრად, რომ დაელოდოს პროგრამის გაშვებას.

არა ტექნიკური თვალსაზრისით, მთავარი Android 4.1- ში არის სისწრაფე რაც იგრძნობა პირველივე შეხებაზე. ყველა პროგრამა რომელიც ICE Cream Sandwich-ის მხარდაჭერითაა და თუნდაც Gingerbread მუშაობს გაცილებით სწრაფად ვიდრე წინა ვერსიებში. რაც არ უნდა დავატესტიროთ ერთი და იგივე მოწყობილობა ორივე ოპ. სისტემის მართვის ქვეშ მივიღებთ ერთნაირ შედეგს, განსხვავება გვექნება მხოლოდ შეხებისას, მუშაობისას და ეს უფრო სწრაფი იქნება ვიდრე უწინ.

მე მინდოდა მეთქვა, რომ Android 4.1 რეაქციის თვალსაზრისით უტოლდება iOS-ს, მაგრამ iOS ოდნავ მაინც უკეთესად იგრძნობა :-). თუმცა წინა ვერსიებთან შედარებით თუნდაც 2.3 ეს განხვავება ცასა და დედამიწას უტოლდება. წინათ ამ პრობლემას ებრძოდნენ უფრო მძლავრი პროცესორებით, ახლა ეს შესაძლებელია იგივე აპარატურაზე ახალი ოპ. სისტემით.

Google Now

არ იქნება სამართლიანი თუ ამ დამატებას განვიხილავთ, როგორც Siri-ს კლონს. ეს არის Google-ის მცდელობა შექმნას ინტელექტუალური, მუდმივად განახლებადი ინფორმაციული სისტემა. ახლა უკვე Jelly Bean-მა იცის თქვენი ვინაობა, სად იმყოფებით და სად მიდიხართ. ეს წარმოუდგენლად ამბიციური და სამართლიანია, რომ Google ცდილობს ამის გაკეთებას.

Google Now-ის მთავარი თავისებურება არის ვერტიკალურად გადაფურცვლადი ბარათები. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ავტომატურად იქმნება დღის განმავლობაში და იძლევა ინფორმაციას ყველაფრის შესახებ რაც თქვენ გაინტერესებდათ. თქვენ შეგიძლიათ გამოტოვოთ ისინი ან გახსნათ და მიიღოთ უფრო დეტალური ინფორმაცია. ასევე შეგიძლიათ დაალაგოთ ისინი, როგორც მოგესურვებათ.

Google Now-ის გასაშვებად უნდა გაუსვათ ეკრანს თითი Home ღილაკიდან ან შეხვიდეთ მასში პირდაპირ დაბლოკილი ეკრანიდან. ინტერფეისი გამოიყურება როგორც Android Holo თემა, თუმცა ნეონის ნავლად იქ არის სუფთა თეთრი და ნაცრისფერი გადასვლები. ეს ნამდვილად ლამაზია დიდი კომფორტული და ადვილად კითხვადი შრიფტის თანხლებით.

 

Google Now-ში არის ასევე არის ხმოვანი ძიების ახალი სისტემა. Siri-ს მსგავსად შეიძლება შეკითხვების დასმა და ახლა უკვე ძიების ნაცვლად თქვენ მიიღებთ პირდაპირ პასუხს ბარათის სახით, მაგრამ თქვენ მაინც გრჩებათ საშუალება ბარათის ბოლოს გამოიყენოთ ტრადიციული საძიებო სისტემაც.

ხმოვანი ძიების გამოყენება, თქვენ საშუალებას მოგცემთ შეასრულოთ ზოგიერთი მოქმედება, როგორიცაა მუსიკის მოსმენა, ნავიგაცია, ნომრის ხმოვანი გამოძახება, შეტყობინებების გაგზავნა, მაღვიძარის დაყენება და ა. შ.

მთავარია გავიგოთ, რომ თქვენ არ მოგიწევთ თქვენი ბარათების დალაგებაში დაკარგოთ დრო. როგორც ამბობენ, თქვენ ინტენსიურად გამოიყენებთ Google-ის ძიებას რესტორანების, მიმართულებების, თამაშების ანგარიშების გაგებისას. როცა ამას აკეთბთ Google თვალყურს ადევნებს თქვენს მოქმედებებს და გთავაზობთ ბარათებს, რომლებიც მისი აზრით თქვენს ინტერესებშია. იდეა იმაშია, რომ Google Now შეძლებს გამოიცნოს საჭირო ინფორმაცია და შეგატყობინებთ ამის შესახებ.

დღეისათვის Google Now მოიცავს, რუქებს ამინდით, ტრანსპორტს, სპორტულ შეჯიბრებს, ადგილების, განრიგებს, ტექსტის თარგმანს, ვალუტის კონვერტაციას და ასე შემდეგ.

როცა Google Now მუშაობს ეს არის მაგიის მსგავსი რამ. ტრანსპორტზე დაკვირვება სანამ სახლისკენ მოძრაობთ ან რესტორანის ძიება სადაც შეიძლება ვისადილოთ ეს კარგია თუმცა არის მომენტები, რომელიც დახვეწას საჭიროებს, მთავარია სისტემამ განასხვავოს ერთჯერადი და იშვიათი მოვლენები ერთმანეთისგან.

თუ რა თქმა უნდა გსურთ ყველა ბარათის რედაქტირება და ხელით მითითება ნებისმიერი პრიორიტეტის, არც ამის პრობლემა არსებობს და ეს მარტივად არის ხელმისაწვდომი ყველასთვის. მაგრამ უკეთესი იქნება თუ Google თვითონ დახვეწავს წინასწარმეტყველების სისტემას და უფრო თანამედროვეს გახდის მას.

Google ამბობს, რომ ეს არ არის კონკრეტული ფუნქცია, ეს არის პლატფორმა, რომელიც დროთა განმავლობაში გაიზრდება და დაიხვეწება.

შეტყობინებები

შეტყობინებების პანელმა მიიღო რამდენიმე ახალი თავისებურება და ამით უფრო კომფორტული და სასიამოვნო გახდა. პირველ რიგში ის უფრო კარგად გამოიყრება. Jelly Bean-ში შეიცვალა Roboto შრიფტი უფრო რბილი ვერსიით. ასევე ჩანს თარიღი და დრო. ესთეტიური ცვლილებების გარდა არის სხვებიც. მაგ, ყველაზე შესამჩნევი არის, რომ ზოგიერთი შეტყობინების ადგიულზე დათვალიერებაც არის შესაძლებელი. მაგ. ტექსტური შეტყობინების სათაური, რომელზეზ ორი თითის ჩამოსმით შეიძლება შიგთავსის წაკითხვა.

ამის გარდა, ზოგიერთი შეტყობინება საშუალებას იძლევა პროგრამის გახსნი გარეშე გავახორციელოთ ოპერაციები. შეგიძლიათ გააზიაროთ სტატუსის განახლებები ან გააგზავნოთ ფოსტა, გამოტოვებლ ზარებს აქვს დარეკვის ღილაკი. ასევე წარმოდგენილია API რომლის საშუალებითაც სხვა პროგრამების მწარმოებლებსაც შეეძლებათ გამოიყენონ განახლებული სტატუსის პანელი.

სამუშაო მაგიდა

Jelly Bean-ის სამუშაო მაიდა 5 ჰორიზონტალური ეკრანისგან შედგება, ხუთ იკონიანი დოკის ზევით. ძიება ჯერ კიდევ ყოველი ეკრანის ზედა ნაწილშია. Google-მა განაახლა და გააუჯობესა იკონები, ახლა უკვე ვიჯეტები ავტომატურად შეცლიან იკონების განლაგებას მათი განთავსებისას, რომ გაათავისუფლონ სივრცე.

უცვლელია სამუშაო მაგიდა 7 დიუმიან პლანშეტზეც. ორივე სისტემაში ერთი და იგივე კონფიგურაცია გამოიყენება და ეს მიუთითებს იმაზე, რომ Google არ აპირებს ცალკე პლანშეტური ვერსიის წარმოებას. ასევე გამოიკვეთა ის რომ Nexus 7-ზე არის ერთი დიდი ვიჯეტი მთელს ეკრანზე, ეს არის Google Play-ს ვიჯეტი სადაც სერვისის ყველა ნაწილი არის წარმოდგენილი, რაც აშკარად მეტყველებს Kindle Fire-თან კონკურენციაზე.

კამერა და გალერეა

Google-მა უმნიშვნელოდ განაახლა კამერასთან მუშაობის ინტერფეისი და გალერეა მაგრამ ერთად ისინი ძალიან ელეგანტურად გამოიყურებიან. უმთავრესი ცვლილება არის ის რომ კამერით გადაღებული სურათიდან პირდაპირ შეძლებთ გადახვიდეთ გალერეაში ხელის ერთი გასმით და შეძლებთ ფოტოებისა და ვიდეოევის დათვალიერებას.

კლავიატურა

Jelly Bean-ის კლავიატურა განახლდა არა ვიზუალურად არამედ ტექნოლოგიურად. ტექსტის აკრეფისას კლავიატურა შემოგთავაზებთ სიტყვებს და შემდეკ უკვე წინადადების დასრულების ვარიანტებსაც.

შეყვანის კედევერთი თავისებურებაა ოფლაინ კარნახი. მას შემდეგ რაც ჩართავთ თვითმფრინავის რეჟიმს ან არ გექნებათ ინტერნეტთან წვდომა თქვენ მაინც შეძლებთ უკარნახოთ მოწყობილობას ტექსტი და ის აიკრიფება.

და კიდევ განახლებები

ასევე ჟელი ბონში არის განახლებები: კალენდრის თემებიდან დაწყებული პარამეტრების აპლიკაციით დამთავრებული რომლებიც თითქმის არ ცვლის სისტემასთან მუშაობის პრინციპებს.

რა თქმა უნდა გაუმჯობესდა მუსიკის ძიების ვიჯეტი. რომელიც მუშაობს როგორც Shazaam ან Soundhound. და რა თქმა უნდა აპლიკაციების ჭკვიანური განახლება, რომელიც ტვირთავს მხოლოდ აპლიკაციის განახლებულ ნაწილს.

განახლდა რუქებიც და ის ხელმისაწვდომია 3.2 და 4.0 პლატფორმებისთვისაც. აცლა უკვე რუქების გარკვეული ფრაგმენტების ჩამოტვირთვა არის შესაძლებელი, რომ ვისარგებლოთ ოფლაინ რეჟიმშიც.

დასკვნა

Android Jelly Bean 4.1 არის Google-ის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი. ეს პროდუქტი შესანიშნავად აერთიანებს Google-ის ყველა სერვისს. ყველას – ბრაუზერს, სოციალურ ქსელს, რუქებს, ფოსტას დაუკვე ძიებას Google Now-ს სახით რომლებიც მყარად არის ჩაშენებული სამომხმარებლო ინტერფეისში.

 და რა თქმა უნდა ვიდეო Google IO პრეზენტაციიდან სადაც წარმოდგენილია ახალი ოპ. სისტემა

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=7NEXol4he2I[/youtube]

წყარო: TheVerge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.