მოგესალმებით ძვირფასო მკითხველებო, დღევანდელი ჩვენი სტატიის თემა იქნება Linux Ubuntu-თან დაკავშირებული რჩევები ეს შეეხება როგორც პროგრამულ უზრუნველყოფას ასევე სისტემურ რჩევებს და რჩევებს უსაფრთხოებაზე. მაშ ასე ოპერაციული სისტემა დაყენებულია (სისტემის ინსტალაციას არ განვიხილავ მისი სიმარტივის გამო)
სისტემის დაყენების შემდეგ, თუ თქვენს ქსელში არის DHCP სერვერი კომპიუტერი ip მისამართშ ავტომატიურად მიიღებს წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ ხელით გაწეროთ.
როგორც სურათიდან ჩანს 1 აღნიშნულ სურათზე სისტემამ ip მისამსართი აიღო ავტომატურად DHCP სერვერისგან 2 შემთხვევაში კი ჩვენ ხელით მოვახდინეთ ip მისამართის გაწერა სისტემაში. სისტემის ip მისამართის და DNS სერვერის გაწერის შემდეგ თუ ყველაფერი კორეკტულად გავაკეთეთ მაშინ უნდა შევძლოთ ინტერნეტთან წვდომა შეგვიძლია მარტივად შევამოწმოთ ტერმინალიდან ბრძანებით
$ ping google.com
ამ ყველაფერის შემდეგ პირველი რასაც გირჩევთ ეს არის სისტემის განახლება.
აპლიკაციის გახსნის შემდეგ დააჭირეთ Check შემდეგ კი Install Updates ეს ავუცილებელია დაიმახსოვრეთ ყოველთვის სისტემის განახლება უპირველეს ყოვლისა.
გირჩევთ დააყენეთ Synaptic package manager დაყენება შეგიძლიათ ubuntu software center ძებნის გრაფაში ჩაწერეთ synaptic package manager
დაკლიკეთ Synaptic package manager და გახსნილ ფანჯარაში დააჭირეთ install
ან გახსენით ტერმინალი და აკრიფეთ ბრძანება
$ sudo apt-get install synaptic
სისტემა მოგთხოვთ პაროლს დაუდასტურეთ პაროლი შემდეგ y რათა დაეთანხმოთ პროგრამის ინსტალაციას, სისტემა დააყენებს synaptic
სისტემის განახლება შესაძლებელია ასევე ტერმინალიდან
$ sudo apt-get update
$ sudo apt-get upgrade
შესაძლოა სისტემამ განახლების შემდეგ მოითხოვოს სისტემის გადატვირთვა გადატვირთეთ სისტემა.
სისტემაში შესვლის შემდეგ დავიწყოთ სამომხმარებლო პაკეტების დაყენება ჯერ მოდით ჩამოვთვალოთ რა სამომხმარებლო პაკეტები გვინდა
internet browsers
Firefox (სისტემას მოყვება)
Google Chrome
Opera
Google Chromium
VoIP კლიენტი
Skype
torrent კლიენტი
Flush
Transmission
ვიდეო Player
UMPlayer
VLC
ტექსტური რედაქტორი
OpenOffice
LibreOffice
სხვა
Teamviewer
Remmina
Twitter-კლიენტი
Gimp
PDF
ეს იმ პროგრამების მოკლეჩამონათვალია რომელიც პირველ როგში შეიძლება დაგჭირდეთ ამ პროგრამების დაყენება შეგიძლიათ ისევე როგორც დავაყენეთ Synaptic package manager. შემდეგ სტატიებში განვიხილავთ ისეთი პროგრამების დაყენებას რომლებსაც სჭირდება კონფიგურაციის ფაილებში ჩვენი ჩარევა.
შევაჯამოთ დღევანდელი სტატია ჩვენ გვაქვს ოპერაციული სისტემა Linux რომელიც განახლებულია (უკან დარჩა ვირუსები და მასთან დაკავშირებული პრობლემები) გვაქვს სამომხმარებლო პროგრამების საკმაოდ ნორმალური სია რომელიც აუცილებლად გვჭირდება შემდეგ სტატიაში ცოტაოდენი უსაფრთხოებაზე და უფრო სპეციფიური პროგრამების დაყენებას განვიხილავთ.