თუნდაც სამაგიდე კომპიუტერებზე, მყარი დისკების ფორმატები პრობლემებს ქმნიან სხვა-და სხვა ოპერაციულ სისტემებს შორის მოძრაობისას. მობილურ მოწყობილობებზე ეს თითქმის შეუძლებელია, მაგრამ კომპანიამ Paragon-მა გადაწყვიტა Android სმარტფონების და ტაბლეტები თავსებადი გახადოს Windows და Mac ფაილურ სისტემებთან. NTFS and HFS+ for Android დღეს გაეშვა ბეტა ტესტირებაში და ის უფასოა Play Store-ზე. ის მუშაობს ყველა მოწყობილობაზე 2.3 ვერსიის ზევით და რა თქმა უნდა აპარატულად უნდა იყოს ამის მხარდაჭერა ისეთივე როგორც მაგ. Xoom, Galaxy Tab-ზე ან Galaxy S III-ზე არის. ასევე root წვდომა.ამ პროგრამის პოპულარობის შანსი არც ისე დიდია მაგრამ USB მოწყობილობების მხარდაჭერის მქონე ტაბლეტებზე და ტელეფონებზე მას აუცილებლად ექნება გამოყენება. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიამ უკვე გამოუშვა პროგრამული მოდული იგივე ფუნქციონალით უკვე მხოლოდ მწარმოებლებისათვის.
წყარო: TheVerge