როგორც ჩანს საპატენტო სისტემის მორიგ დიდ გამარჯვებასთან გვაქვს საქმე. ეს არის ყველაზე კარგი რისი გაკეთებაც ამ სისტემას შეუძლია. ეს არის დესტრუქციული ეფექტი, რომელიც მას აქვს ყველაზე სწრაფად განვითარებად ინდუსტრიაზე. დიდი მადლობა Apple-ის და Microsoft-ის მსგავს ტროლებს, უმარტივესი, ელემენტარული ფუნქციონალი იქნება ამოღებული მოწყობილობებიდან, რომელიც უკვე ნაყიდი აქვს ხალხს.

მოდით კარგად გავიაზროთ, ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში, ძალიან ბევრმა ადამიანმა იყიდა Galaxy Nexus. ეს არის ძალიან კონკურენტუნარიანი მოწოყბილბა და კომპანიის ფლაგმანი. ეს არის პირველი მოწყობილობა Ice Cream Sandwich-ით რითაც დაიწყო Android-ის სერიოზული განვითარების ახალი ეტაპი.

შემდეგ უკვე Apple-ის ადვოკატებმა აიღეს ეს მოწყობილობა ხელში. მათ შეისწავლეს მისი პროგრამული უზრუნველყოფის ყოველი კუთხე-კუნჭული. რა შეიძლება გამოვიყენოთ პატენტ ტროლინგის კამპანიაში Google-ის წინააღმდეგ? ჩვენ ხომ უამრავი პატენტი გვაქვს თუნდაც ისეთი სულელური, რომ … მაგრამ მოსამართლისთვის საპატენტო ბიუროს დოკუმენტი სერიოზული საბუთია.

შეხედეთ ძიების ვიჯეტი ! ის მრავალ წყაროსთან მუშაობს ერთდროულად, მაგრამ იცით რა? ჩვენ გვაქვს პატენტი ამაზე. ბინგო !

 მოსამართლე უნდა დარწმუნდეს, რომ Apple- is პატენტი რეალურია – საპატენტო ბიურო ხომ პატივასცემი და ძალიან ყურადღებიანი ორგანიზაცია – ისიც იღებს პირდაპირ გადაწყვეტილებას, Galaxy Nexus ამოღებული უნდა იქნას გაყიდვიდან, იმიტომ, რომ ეს მცირესი ფუნქციონალი არღვევს უაზრო პატენტს. ჩემი აზრით არ შეიძლება ჩვენს წელთა აღრიცხვამდე 6000 წლის წინანდელი მეთოდებით ბრძოლა.

Google-მა და Samsung-მა უნდა გამოუშვან პატჩი, რომელიც საშუალებას მისცემს მათ გააგრძელონ მოწყობილობების გაყიდვა, ამოიღონ ეს ფუნქციონალი მთელი შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.

თქვენი მოწყობილობის ფუნქციონალი შემცირდება ყიდვის შემდეგ.

ზოგადად ტიმ კუკი გამოიშვერს ხელს და მხარზე დაგკრავს, წაგართმევს რა ფუნქციონალს მოწყობილობიდან და მერე შემოგაბრუნებს და გეტყვის, რომე ეს ყველაფერი შეერთებული შტატების პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების ბიუროს თანამშრომლის ბრალია, რომელსაც ყავს 2 – 3 ბავშვი, ძაღლი, კატა და ცოლი რომელიც მუშაობს WalMart-ში და მან გასცა ეს სულელური პროგრამული პატენტი უმნიშვნელო ფუნქციონალზე.

ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ დღეს. საინტერესო და სწრაფად განვითარებადი ციფრული ინდუსტრია მმასთან ერთად განვითარებულ ადვოკატებსა და ტროლებთან ერთად. ახლა უკვე სრულიად შეუძლებელია ნებისმიერი დეველოპერისათვის დაწეროს პროგრამული კოდი რომელიმე პატენტის დარღვევის გარეშე.

დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ ძვირფასო ამერიკელო Galaxy Nexus-is მფლობელებო.

წყარო: OSnews

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.