კომპანია Samsung გვარწმუნებს, რომ მისი ფლაგმანური კომუნიკატორის Galaxy S III-ის გაყიდვებმა, რომელიც არის Android 4.0 Ice Cream Sandwich-ის მართვის ქვეშ, მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს. აპარატი წარმოდგენილი იყო 2012 წლის მაისში. მის აღჭურვილობაში შედის: 4-ბირთვიანი პროცესორი Exynos ტაქტური სიხშირით 1,4 გჰც, 1 გბ ოპერატიული მეხსიერება, უკაბელო კავშირის Wi-Fi (802.11a/b/g/n) და Bluetooth 4.0 ადაპტერები, GPS/GLONASS მიმღები, NFC-მიკროჩიპი და MicroSD სლოტი. სენსორულ HD Super AMOLED დისპლეის გააჩნია 4,8-დიუმიანი დიაგონალი; მისი გარჩევადობა — 720×1280 წერტილი (720р). ასევე არის ორი კამერა — მთავარი 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით და 1,9-მეგაპიქსელიანი წინა.
გაყიდვების დაწყების მომენტიდან ორი თვის მანძილზე გაიყიდა 10 მლნ სმარტფონი Galaxy S III. შედარებისთვის: Galaxy S II-ს და Galaxy S I-ს ამ მაჩვენებლის მისაღწევად დასჭირდათ ხუთი და შვიდი თვე შესაბამისად. შეფასებების მიხედვით, Samsung არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ფიჭური აპარატების მწარმოებელი: მეორე კვარტალში კომპანიამ მოახდინა 95,8 მლნ „ყურმილის“ რეალიზება, მათ შორის 50,0 მლნ სმარტფონის. ერთი წლით ადრე Samsung-ის კომუნიკატორების გაყიდვები შეადგენდა 17 მლნ ცალს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხვონა მსგავს მოწყობილობებზე თითქმის სამჯერ გაიზარდა.
წყარო: ფრანს-პრესი.