კომპანია Samsung, მიმდინარე კვატრლის დასრულებამდე აპირებს ახალი თაობის Youm დისპლეების გამოშვების დაწყებას პორტატული მოწყობილობებისთვის. გვამცნობენ, რომ ეკრანების წარმოებისას გამოყენებული იქნება ტექნოლოგია AMOLED (აქტიური მატრიცა ორგანულ შუქდიოდებზე). ეს მეთოდი იძლევა ეკრანების შექმნის საშუალებას, რომლებსაც გააჩნიათ თხევადკირსტალურ-დისპლეებთან შედარებით უფრო მცირე ენერგომოხმარება, მცირე ზომის სისქე, გაუმჯობესებული ფერების გადაცემა და მაღალი კონტრასტულობა.
პირველად Samsung წარმოადგენს ეკრანებს შუშის პანელით. ასეთი პროდუქტების სისქე შეადგენს 0,6 მმ; ისინი გამოყენებული იქნებიან მათ შორის სმარტფონებშიც. 2014 წლისთვის დაგეგმილია დრეკადი დისპლეების მასიური წარმოება. რადიუსი მიაღწევს 2 სმ-ს; ეკრანებს მოქნილობას მისცემს პლასტიკური ზედაპირი. თავადაპირველად დრეკადი დისპლეების ზომა იქნება 4-დან 5-დიუმამდე. ხოლო, პერსპექტივაში იგეგმება დიდი და პატარა ზომის პანელების გამოშვება სხვადასხვა გაჯეტებისთვის, მათ შორის პლანშეტური კომპიუტერებისთვის და მაჯის საათებისთვის.
წყარო: Phys.Org.