კომპანია Samsung-მა Series 7-ის „ყველაფერი ერთში“ კლასის სამაგიდო კომპიუტერები გადაიყვანა Intel Ivy Bridge-ის აპარატულ პლატფორმაზე. მონობლოკები აღჭურვილები არიან მესამე თაობის Core i5-ის პროცესორებით, რომლებიც შესრულებულია 22-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა არ კონკრეტდება.
კომპიუტერს აქვს მყარი დისკი მოცულობით 1 ტბ, ოპტიკური მიმღები, მაღალ ხარისხიანი JBL დინამიკები, ვებ-კამერა, ქსელის ადაპტერი Gigabit Ethernet და ასევე უკაბელო კავშირის Wi-Fi და Bluetooth ადაპტერები.
23-დიუმიან სენსორულ დისპლეის გააჩნია 1920×1080 წერტილი (ფორმატი Full HD) გარჩევადობა და სიმკვეთრე 250 კდ/მ². გრაფიკის დამუშავებას უზრუნველყოფს დისკრეტული ამაჩქარებელი AMD Radeon 6470M. გარდა ამისა, ნახსენებია ჩაშენებული TV-ტუნერი და HDMI ინტერფეისი. განახლებული მონობლოკები გაყიდვაში გამოვა 1 500 დოლარად.
წყარო: SlashGear.