თუ თქვენ ფიქრობთ, რომ Microsoft-მა დაასრულა საზაფხულო ანონსები, მაშინ კიდევ დაფიქრდით. გიგანტმა წარმოადგინა მისი ვებ-ფოსტის Hotmail-ის ახალი ვერსია Outlook.com. სანამ Hotmail-ის ძველი ვერსია აქტიური დარჩება ახალ საიტზე წარმოდგენილი იქნება სერვისის ახალი და საუკეთესო ფუნქციონალი. Exchange ActiveSync-თან თავსებადი კლიენტები და POP3. არსებულ Hotmail-ის მომხმარებლებს შეუძლიათ დღესვე გადავიდნენ ახალ ვერსიაზე და შეიცვალონ ფოსტა @outlook.com მისამართზე ან გაიაქტიურონ კიდევ ერთი დომენი ძველ მისამართზე.

როგორც Office 2013, Microsoft აღწერს მის ახალ სერვისს როგორც “თანამედროვეს”, რომელიც აგებულია Metro დიზაინით, როგორც Windows 8. Outlook.com აერთიანებს ღრუბლოვან სერვისებს და ელ-ფოსტას ახალი დიზაინით. ასევე წარმოდგენილია დიალოგური მიმოწერა და Skype-ის ვიდეო ზარები. “ჩვენ ვფიქრობთ, რომ ელ ფოსტას შეუძლია უფრო მეტი ვიდრე ვებ-ფოსტაა” ამბობს მაიკროსოფტი. “ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოვიდა ცვლილებების დრო”
ცვლილება მასიურად ჩანს, ახალი სუფთა ინტერფეისი რომელიც გადმოტანილია Windows 8-დან. გახსნისთანავე იგრძნობთ მარტივ და ფუნქციონალურ მეტრო ინტერფეისს, მაგრამ თუ უფრო დეტალებში დააკვირდებით Microsoft-მა Metro-ს ყველა მცირე დეტალი ანიმაციები და გრაფიკა გადმოიტანა Hotmail-ში. ჩატვირთვის წერტილოვანი ზოლი ზევით იმეორებს Windows Phone-ის ინტერფეისს. შესამჩნევია Outlook 2013-ის დიზაინის ელემენტებიც.

არის Hotmail-ის აქტიური ხედები, რომლებიც აჩვენებს სურათებს და YouTube-ს ფოსტაში, Word, Excel და PowerPoint-ის ვებ აპლიკაციები დოკუმენტების გასახსნელად და ჩასასწორებლად. ასევე არის SkyDrive-ზე წვდომა რომელიც გამოიყენება როგორც საცავი ყველაფრისთვის.
გაუმჯობესებულია კონტაქტების მართვა, ახლა ის ისევე გამოიყურება როგორც Windows 8-ში და საშუალებას იძლევა შემოვიერთოთ კონტაქტები უამრავი წყაროდან, მათ შორის სოციალური ქსელებიდანაც.

კომპანია ცდილობს სერვისს ქონდეს უახლესი მობილური მოწყობილობების მხარდაჭერა, მათ შორის iOS და Android მოწყობილობებზეც.

დასკვნების გამოტანა ჯერ ადრეა, მაგრამ სერვისის გაუმჯობესება ყოველთვის მისასალმებელია და ჩვენც იმედს დავიტოვებთ, რომ Windows 8-ის გამოსვლისათვის ყველაფერი უკვე საბოლოო პროდუქტის სახეს მიიღებს.
ვიდეო რგოლი:
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=uDI6Itn7soQ[/youtube]
წყარო: TheVerge
