კომპანია Razer-მა წარმოადგინა საინტერესო სათამაშო კლავიატურა. სიახლემ მიიღო სახელი DeathStalker. ის სხვა კლავიატურებისგან გამოირჩევა თხევადკრისტალური-დისპლეით, რომელიც განთავსებულია კლავიატურის მარჯვენა მხარეს. სენსორულ პანელს შეუძლია მუშაობა გარკვეულ პროგრამებთან, აპლიკაციებთან, ვიჯეტებთან და ა.შ. დამატებითი პანელის გამოყენება, ასევე შესაძლებელია Facebook-ზე და Twitter-ზე სიახლეების სანახავად. გარდა ამისა, ეკრანზე შესაძლოა ვიხილოთ გაშვებული თამაშის შესახებ ინფორმაცია, თუმცა ჩნდება კითხვა, ვინ უყურებს კლავიატურას თამაშის დროს?
ეკრანის თავზე მოთავსებულია 10 თხევადკრისტალური ღილაკი, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია მათზე ნებისმიერი გამოსახულების გამოტანა. სიახლე აღჭურვილია განათებით, მომხარებლებს შეეძლებათ სამი ხელმისაწვდომი ფერიდან ნებისმიერის არჩევა. კლავიატურის ღირებულება სრული ფუნქციონალით შეადგენს 250 დოლარს, ხოლო მოდიფიკაციის ფასი თხევადკრისტალური-დისპლეის გარეშე და განათების ერთი ვარიანტით – $80.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ogVyBSQwHzQ[/youtube]
წყარო: Engadget.