დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ Samsung-ის ახალი Galaxy Note პლანშეტი გაყიდვაში გამოვა. როგორც მოსალოდნელი იყო მას აქვს 10.1 დიუმიანი ეკრანი, Samsung-ის პროპრიეტარული Wacom-ზე დაფუძნებული S Pen სტილუსი, 1.4 გიგაჰერციანი ოხთ-ბირთვიანი პროცესორი და 2 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება. მოწყობილობა მუშაობს Android 4.0.4 Ice Cream Sandwich-ზე TouchWiz გარსით.
WiFi მოდელის ფასი შეერთებულ შტატებში იქნება $499 – 16GB ან $549 – 32GB მოდელებზე. თუ გსურთ მობილური ქსელების მხარდაჭერაც ჯერ-ჯერობით ლოდინი მოგიწევთ, Samsung-ს არ გამოუცხადებია HSPA+ მოდელების ფასები და გამოშვების ვადები.