Samsung  IFA 2012-ის გამოფენაზე (31 — 5 სექტემბერი; ბერლინი, გერმანია) წარმოადგენს პლანშეტის და სმარტფონის ჰიბრიდს Galaxy Note II-ს. მოწყობილობას გააჩნია 5,5-დიუმიანი სენსორული HD Super AMOLED დისპლეი გარჩევადობით 1280×720 პიქსელი და 4-ბირთვიანი პროცესორი ტაქტური სიხშირით 1,6 გჰც. ორიგინალი მოდელს აქვს იგივე ზომის თაჩქსრინი გარჩევადობით 1280×800 წერტილი და 1,4 გიგაჰერციანი ჩიპი ორი ბირთვით.

სიახლის განკარგულებაშია უკაბელო კავშირის Wi-Fi (802.11a/b/g/n) და Bluetooth 4.0 ადაპტერები, GPS-მიმღები, NFC მიკროჩიპი, აქსელერომეტრი, მიახლოვების და განათების სენსორები, ბარომეტრი, ციფრული კომპასი, გიროსკოპი და ასევე MicroSD სლოტი მოცულობით 64 გბ-მდე. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 2 გბ-ს; ჩაშენებული ფლეშ-მოდულის ტევადობა — 16, 32 ან 64. მოწყობილობას აქვს მთავარი კამერა ავტოფოკუსით და განათებით, მისი გარჩევადობაა 8 მლნ პიქსელი, ხოლო წინა კამერის გარჩევადობა შეადგენს 1,9 მლნ პიქსელს.

მინი პლანშეტს გააჩნია თითებით და სპეციალური კალმით S Pen-ით მართვის მხარდაჭერა. ტექნოლოგია Android Beam-ის გაუმჯობესებული ვერსია — S Beam, უზრუნველყოფს სხვადასხვა ფაილების გადაცემას უბრალოდ მოწყობილობის ანალოგიურ აპარტთან შეხების საშუალებით, Wi-Fi-შეერთების ან მობილური ქსელების მეშვეობით მონაცემების გადაცემის გარეშე.

Galaxy Note II-ს გააჩნია HSPA+-ის და LTE სტანდარტების მხარდაჭერა. მოწყობილობაში დაინსტალირებულია ოპ. სისტემა Android 4.1 Jelly Bean. სიახლის ზომებია 80,5×151,1×9,4 მმ, წონა შეადგენს 180 გ-ს. აკუმულატორული ელემენტის მოცულობა — 3 100 მა/სთ.

მინი-პლანშეტის გაყიდვები დაიწყება ოქტომბერში.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=aGxbH3WdBUU[/youtube]

წყარო: Samsung.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.