
კომპანია HTC-მ IFA 2012-ის გამოფენაზე (31 აგვისტო — 5 სექტემბერი; ბერლინი, გერმანია) წარმოადგინა «GooglePhone» Desire X. მონობლოკის ტიპის აპარატს აქვს 1-გიგაჰერციანი პროცესორი ორი ბირთვით; ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 768 მბ-ს. 4-დიუმიანი სენსორული Super LCD დისპელის გარჩევადობაა 480×800 წერტილი (WVGA).
სიახლეს გააჩნია 4 გბ ფლეშ-მეხსიერება, უკაბელო კავშირის Wi-Fi (IEEE 802.11b/g/n) და Bluetooth 4.0 ადაპტერები, GPS-მიმღები, 5-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა ავტოფოკუსით და განათებით, აუდიოსისტემა Beats Audio, მიახლოვების, განათების და ორინტაციის სენსორები. ასევე არის, სლოტი MicroSD ბარათებისთვის. USB-პორტი და 3,5-მილიმეტრიანი ბუდე ყურსასმენების შესაერთებლად.
სმარტფონი იწონის 114 გ-ს, ხოლო მისი ზომები — 118,5×62,3×9,3 მმ. მხარდაჭერილია GSM/GPRS/EDGE 850/900/1800/1900 მჰც და HSPA/WCDMA 900/2100 მჰც ქსელებში მუშაობა. აპარატში დაინსტალირებულია ოპ. სისტემა Android 4.0 Ice Cream Sandwich საფირმო სამომხარებლო ინტერფეისით HTC Sense 4.0a. კვებას უზრუნველყოფს აკუმულატორული ელემენტი მოცულობით 1 650 მა/სთ.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=kCrhz93J5E8[/youtube]
წყარო: HTC.
