ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, კომპანია HTC-მ გამოსაშვებად გაამზადა ფლაგმანური კომუნიკატორი One X+, რომელიც არის Android 4.1 Jelly Bean-ის ოპ. სისტემის მართვის ქვეშ. გვამცნობენ, რომ სმარტფონში მოთავსებულია nVidia Tegra 3-ის პლატფორმა, რომელიც მოიცავს ოთხ მთავარ გამომთვლელ ბირთვს ტაქტური სიხშირით 1,6 გჰც და დამატებით ბირთვ-კომპანიონს. ოპერატიული მეხისერების მოცულობა შეადგენს 1 გბ-ს, ფლეშ-სივრცის ტევადობა — 32 გბ.

წინასწარი მონაცემებით, სიახლეს  HTC One X-ის მსგავსად ექნება 4,7-დიუმიანი სენსორული დისპლეი (720×1280 წერტილი) და აუდიოსისტემა Beats Audio. ნახსენებია აკუმულატორული ელემენტი მოცულობით 1 800 მა/სთ. აპარატის ზომები —134,4×69,9×9,3 მმ, ხოლო წონა შეადგენს 129 გ-ს. სავარაუდოდ, მოდელი  HTC One X+-ის დებიუტი შედგება სპეციალურ ღონისძიებაზე, რომელსაც HTC ჩაატარებს 19 სექტემბერს ნიუ-იორკში (აშშ). ჭორების თანახმად, აღინშნულ ღონისძიებაზე მოხდება კომუნიკატორის 8X-ის დემონსტრირებაც. მისი მახასიათებლები ასე გამოიყურება: 1,2-გიგაჰერციანი პროცესორი ორი გამომთვლელი ბირთვით, 1 გბ ოპერატიული მეხსიერება, ფელშ-სივრცე ტევადობით 16 გბ და 4,3-დიუმიანი სენსორული დისპლეი გარჩევადობით 720×1280 პიქსელი. სმარტფონში დაისნტალურები იქნება ოპ. სისტემა Windows Phone 8.

წყარო: SlashGear.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.