20-21 ნოემბერს ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ESA) ხელმძღვანელები შეიკრიბებიან იტალიაში, იმისათვის რომ სხვა საკითხებტან ერთად განიხილონ პროექტი Innovative Space Vehicle (ISV).
ინიციატივა ISV ითვალისწინებს მინიატურული უპილოტო შატლის შექმნას, რომელიც ამერიკული X-37B-ის ანალოგიურია. შეგახსენებთ, რომ ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალებმა უკვე ორჯერ გამოსცადეს X-37B: პირველი გაშვება შედგა 2010 წლის აპრილში, ხოლო მეორე 2011 წელს. უპილოტო შატლის დანიშნულებას, სამხედროები ასაიდუმლოებენ და მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ მან უნდა გამოსცადოს ახალი ტანამგზავრული ტექნოლოგიები.
ევროპული ხომალდი ISV -ის გამოყეებას გეგმავენ ორბიტაზე ტვირთების გასატანად. ამას გარდა, თეორიულად მას შეეძლება გარკვეული თანამგზავების ტექნიკური მომსახურება და ასევე დედამიწის მონიტორინგი. მისიის შესრულების შემდეგ აპარატი დაეშვება დედამიწაზე, ჩვეულებრივი თვითმფრინავის მსგავსად, სტანდარტულ დასაჯდომ ბილიკზე.
ივარაუდება, რომ ISV ზომით ნაკლები იქნება X-47B-შთან შედარებით რომლის ზომაც შეადგენსს 8,8 მეტს, ხოლო ფრთების მოქნევა — 4,5მ.
ზემოთ აღნიშნულ შეხვედრაზე ESA განიხილავს პროექტთან დაკავშირებულ კითხვებს და ასევე ფინანსირების საკითხებს.
წყარო: Space.Com


