Search

Google-მა სმარტფონი Nexus 4 წარმოადგინა

კომპანია Google-მა და LG-იმ, როგორც მოსალოდნელი იყო, წარმოადგინეს კომუნიკატორი Nexus 4 ახალი Android 4.2 Jelly Bean-ის ოპ. სისტემით. აპარატში მოთავსებულია 4-ბირთვიანი პროცესორი Qualcomm Snapdragon S4 Pro ტაქტური სიხშირით 1,5 გჰც. ოპერატული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 2 გბ-ს, ხოლო ჩაშენებული ფლეშ-სივრცის ტევადობა — 8 ან 16 გბ.

კომუნიკატორს გააჩნია WXGA (1280×768 წერტილი) ფორმატის 4,7-დიუმიანი სენსორული True HD IPS Plus დისპლეი. გარდა ამისა, არის ორი კამერა: მთავარი 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით და განათებით და დამატებით წინა 1,3-მეგაპიქსელიანი მატრიცით.

მოწყობილობის არსენალში შედის: უკაბელო კავშირის Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth ადაპტერები, GPS-მიმღები, NFC მიკროჩიპი, აქსელერომეტრი, გიროსკოპი, ციფრული კომპასი, მიახლოვების და განათების სენსორები, MicroUSB პორტი და ასევე 3,5-მილიმეტრიანი ბუდე ყურსასმენების შესაერთებლად.

სიახლის ზომები შეადგენს 133,9×68,7×9,1 მმ-ს, წონა — 139 გ. მხარდაჭერილია მობილური WCDMA და HSPA+ ქსელები. აკუმულატორული ელემენტის ერთხელ დამუხტვის შემთხვევაში, ავტონომიურად მუშაობის ხანგძლივობა აღწევს 15,3 საათამდე საუბრის და 390 საათამდე მოლოდინის რეჟიმში.

Nexus 4-ის გაყიდვები 13 ნოემბერს დაიწყება. 8 გბ-ანი მოდელის ღირებულებაა 300 დოლარი, ხოლო 16 გბ-ანი მოდელის ფასი — 350 დოლარი (ფიჭურ ოპერატორთან კონტრაქტის გაფორმების გარეშე).

 [youtube]http://www.youtube.com/watch?v=O-_GXCqjV5I[/youtube]
წყარო: Google.