დიდი ხნით ადრე ვიდრე Google ბაზარს გაავსებდა Android მოწყობილობებით მათ ქონდათ აპარტული პროდუქტი, რომელიც იყო ყვითელი ფერის სერვერული მოწყობილობა სახელად Google Search Appliance. საძიებო გიგანტმა ეს მოწყობილობა კორპორაციული კლიენტებისათვის გამოუშვა, რათა გაეადვილებინა ძიების პროცესი კომპანიის რესურსების შიგნით. თუმცა ის დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა, მაგრამ კომპანია მას მაინც საკმარის ყრადღებას აქცევდა.
გუშინ Google-მა დაანონსა მისი GSA 7 სერია, რომელშიც განახლებულია სამომხმარებლო ინტერფეისი, გაუმჯობესებულია საძიებო და უფორ დიდი მოცულობის მონაცემთა ბაზების მხარდაჭერა. როგორც კომპანია გვარწმუნებს მისი ერთი სერვერული მოდული უზრუინველყოფს სრული საძიებო სისტემის პოტენციალის სერიოზულ წილს. ანუ მას შეუძლია 1 მილიარდი გვერდის დამუშავება. ამით Google-მა კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯი გადადგა Google Docs და Google Drive-ის, რომლებიც როგორც სამომხმარებლო ასევე კორპორაციული ბაზრისთვის არის განკუთვნილი. ალბათ ახლო მომავალში უნდა ველოდოთ მაიკროსოფტისგანაც Bing Box-ის გამოშვებას 🙂
წყარო: Engadget


