Search

Google და Samsung გამოუშვებენ high-end-კლასის Nexus-პლანშეტს

CNET News გვამცნობს, რომ კომპანია Google, Samsung-თან ერთად ამზადებს Nexus-პლანშეტის ახალ მოდელს. სიახლე სავარაუდოდ, high-end-კლასის მოწყობილობებს განეკუთვნება. ის მიიღებს 10,1-დიუმიან სენსორულ დისპლეის გარჩევადობით 2560×1600 წერტილი (299 პიქსელი დიუმზე). ეს უფრო მეტია ვიდრე, უკანასკნელი თაობის Ipad-ის Retina-დისპლეი, რომლის გარჩევადობაც არის 2048×1536 წერტილი (პიქსელების რაოდენობა დიუმზე უტოლდება 264-ს).

დამზადების პროცესში მყოფი სიახლის სხვა მახასიათებლები, ჯერჯერობით არ სახელდება. თუმცა სავარაუდოდ, მწარმოებლები მასში დააყენებენ ახალ ოპ. სისტემას Android 4.2-ს.

CNET News ასევე ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ Google და ASUS გეგმავენ ბიუჯეტური Android-პლანშეტის გამოშვებას 100 დოლარად.

გარდა ამისა, ვრცელდები ხმები, რომ ოქტომბერში გამოჩნდება Nexus 7-ის მოდიფიკაცია, რომელიც დამატებით Wi-Fi ადაპტერთან ერთად მიიღებს ჩაშენებულ 3G-მოდულს, რაც იძლება ფიჭურ ქსელებთან კავშირის საშუალებას.

 

წყარო: CNET News.