ბელორუსიულმა საიტმა Onliner.by გამოაქვეყნა რომ მათ ხელში ჩაუვარდათ LG-ის მომავალი სმარტფონის მუშა პროტოტიპი, რომელიც დაანონსდება ოქტომბრის ბოლოსკენ, როგორც Google Nexus-ის შემდეგი მოდელი. მის უკანა მხარეს არის მოდელის სატესტო ინდექსი E960. მოწყობილობის კოდური დასახელებაა Mako. ადრე ქსელში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ სწორედ ამ სახელით ხდებოდა ახალი Nexus-ის დამუშავება, რომელსაც LG აწარმოებს.
ის მუშაობს Anroid 4.1.2 ოპ. სისტემის მართვის ქვეშ და მოსალოდნელია რომ მისი გამოსვლისთვის იქნება უკვე Android 4.2 ვერსია, რადგანაც აპარატზე ოპ. სისტემის ჩატვირთვა მის რელიზამდე რამდენიმე დღით ადრე ხდება ხოლმე.
მოწყობილობას აქვს 4 ბირთვიანი Qualcomm-ის პროცესორი 1.5 გიგაჰერცი სიხშირით და აღჭურვილია 2 გიგაბაიტი ოპ. მეხსიერებით. ამ მოდელის შიდა მეხსიერება არის 8 გიგაბაიტი. ჭორების მიუხედავად მას აქვს 8 მეგაპიქსელიანი კამერა და არა 13 მეგაპიქსელიანი. მისი ერანის ზომა არის 4.7 დიუმი და გარჩევადობა 768×1280 პიქსელი.
უფრო დეტალური ინფორმაცია ამ მოწყობილობის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
წყარო: Onliner.by




