მზის გაელვებები A, B, C, M და X კლასებად იყოფა. X შეესაბამება გამოსხივების სიმძლავრის გაზრდას, ერთი ასტრონომიული ერთეულის მანძილზე, მზიდან 1,8×10–4ვტ/მ2 მანძილზე, მზეზე ბოლო გაელვება ასე გამოიყურებოდა:
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=j8fnGQAwRNE[/youtube]
კომენტარები, მისი ინტენსიობის და მნიშვნელობის შესახებ შეგიძლიათ მოისმინოთ ქვემოთ მოცემულ ვიდეომასალაში:
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=EIBDBZLVXuE[/youtube]
მნათობის აქტიური არე დედამიწის მხარეს არ არის მოქცეული, დედამიწიდან დაკვირვებების შედეგად გაირკვა, რომ ის მდებარებდა მზის დისკის გვერდზე. ამის გამო გამოტყორცნილმა პლაზმამ ჩვენს პლანეტას გვერდი აუარა, და საერთოდ, ამ მოვლენას ჩვენთვის არანაირი ზიანი არ მოუტანია, გარდა რამდენიმე საათიანი გართულებული რადიო კავშირისა და თანამგზავრებთან კომუნიკაციის შეუძლებლობისა.
ახლა რაც შეეხება ბოლო დროს ასეთი მოვლენების გახშირებული რაოდენობის უარყოფით მხარეებს. X1,4 ტიპის გაელვება ბოლო დროს დაფიქცისრდა 12 ივლისს, ხოლო X5,4 ტიპის გაელვება კი 7 მარტს. თეორიულად ჩვენ ვცხოვრობთ ერაში, როდესაც მზის აქტივობა მაქსიმალური უნდა იყოს, თუმცა პირდაპირ რომ ვთქვათ დღევანდელი მონაცემებით ასეთი რამ არ შეიმჩნევა.
ბოლოს მზის აქტივობის ნორმალური პიკი 2000 წელს არის დაფიქსირებული. მაშინ მნათობის აქტივობის მთავარი მაჩვენებელი შეადგენდა —თვის განმავლობაში ვოლფის რიცხვი, განისაზღვრება მზის ლაქების რაოდენობით, — 170-ს. ხოლო 2012 წელს ამ მაჩვენებელმა 70 მიაღწია, თებერვალში კი ვოლფის რიცხვი სულ რაღაც 32,9 იყო. ეს მაჩვენებელი აქამდე, მზის ნორმალური აქტივობის შემთხვევაში, დაფიქსირდებოდა აქტივობის ციკლის შუაში და არა მისი აქტივობის მაქსიმუმზე.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მეცნიერების საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის, რომ მზის ასეთ ციკლებს დედამიწის ამინდზე გავლენა არ ექნება და ამას იმით ხსნიან, რომ ასეთ პერიოდში მზისგან გამოსხივების ზრდა არც ისე მაღალია, ზოგიერთი მკვლევარები კი ყურადრებას ამახვილებენ საეჭვო დამთხვევაზე მზის აქტივობის კლებასა და დედამიწაზე ტემპერატურის კლებას შორის.
თუმცა პირველი აზრის მიმდევრები თვლიან, რომ მზის წინა წლებში მაღალი აქტივობის 1755-200-მდე ზრდის შემდეგ ეს არის კანონზომიერი გადასვლა სიცივეებზე, რომელიც საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდება.
წყარო: NASA


