ჩვენ შეგვიძლია იმის გაგება თუ რას ამბობს ადამიანი, იმის მიუხედავად მაღალია თუ დაბალი მისი ხმა, ბებერია თუ ახალგაზრდა მოსაუბრე, ქალის საუბარი გვესმის თუ კაცის. ასევე ადვილად შეგვიძლია ვიცნოთ ნაცნობი, იმ შემთხვევაშიც კი თუ, მან შიცვალა ვარცხნილობა და ტანსაცმელი. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენი ტვინი მიღებულ ინფორმაციას ანაწილებს კატეგორიების მიხედვით: ვისგანაც არ უნდა გავიგოთ სიტყვა „მაგიდა“ ყველა შემთხვევაში მივხვდებით თუ რა ნივთზეა საუბარი.
ვენაში (ავსტრია) მოლეკულური პათოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარებმა შეძლეს ტვინში აღმოეჩინათ ის ნეირონები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ობიექტის კატეგორიზაციაზე — უფრო სწორად საუბარია ხმების კატეგორიაზე, რადგან სამუშაოები ტარდებოდა სმენის ნეირონებზე. ექსპერიმენტის მსვლელობისას თაგვებს ასმენინებდნენ აუდიოსიგნალების ნაკრებს; ამ დროის კი მეცნიერები მის ტვინს აკვირდებოდნენ. შედეგად, როგორც მეცნიერები ჟურნალ Neuron-ში წერენ, მათ შეძლეს ნერიონების ჯგუფის აღმოჩენა (50-100 ნეირონი), რომლებიც გარე გამღიზიანებელზე რეაგირებდნენ მცირე რაოდენობის განსაზღვრული რეაქციებით. ანუ ზოგიერთი ხმები მათ ტვინში ერთი და იმავე რეაქციას იწვევდა.
მკვლევარებმა ამოირჩიეს ორი სიგნალი, რომლების ხმაზეც თაგვის სმენითი ნეირონები სხვადასხვაგვარად რეაგირებდნენ, შემდეგ კი ამ სიგნალებისგან შეადგინეს „მიქსი“ ამა თუ იმ სიგნალის სხვადასხვა რაოდენობით. ხმის ცვლილება თანდათანობითი იყო; ამასობაში ნეირონების აქტივობა ან მუდმივი რჩებოდა ან მკვეთრად იცვლებოდა, რაც ნათელია, რომ მიუთითებს ხმის ერთი კატეგორიიდან მეორეში გადასვლას.
ნეიროლოგიკური ექსპერიმენტები დადასტურდა ბიჰევიორალური (ქცევითი) ექსპერიმენტებითაც. თაგვებს ასწავლიდნენ ორი განსხვავებული ხმის გარჩევას, რომლებსაც შემდეგ ემატებოდა მესამე, რომელიც გავდა პირველს ან მეორეს. როდესაც ცხოველებს ესმოდათ მესამე ხმა, მკვლევარები მათ სმენით „კატეგორიალურ“ ნეირონებში ხედავდნენ გარკვეულ აქტივობას, რომლის მიხედვითაც ზუსტად შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ ცხოველის ქცევა.
ეს მონაცემები ამტკიცებენ ცნობილ ჰიპოთეზას იმის შესახებ, რომ ტვინში არის ნეირონების განსაზღვრული ჯგუფი, რომლების ფუნქციაც სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის გენერალიზაციაა, იგულისხმება არა მხოლოდ სენსორული ინფორმაცია. ასეთი ნეირონული უბნების გარეშე, ჩვენ ვერ შევძლებდით რეალობაში ორიენტირებას, ასევე გვექნებოდა მეხსიერების პრობელემები. რათქმაუნდა ისინი გარკვეულად გაერთიანებულნი არიან, თუმცა მათი ურთიერთქმედება ძალიან რთული პროცესია, ასე რომ ამ პრობლემაზე მუშაობა მკვლევარების არა ერთ თაობას მოუწევს.
წყარო: Medical Xpress

