გახსოვთ, როცა მობილური აპარატურის მწარმოებლებმა, როგორიცა HTC და Motorola პირობა დადეს, რომ დაეხმარებოდნენ მომხმარებლებს გაეხსნათ ბუთლოადერი თავიანთი Android მოწყობილობებისათვის, რათა გზა გახსნოდათ დარუთვისთვის, მოდიფიცირებისთვის და საკუთარი ოპ. სისტემების შექმნისთვის. მათ ეს პირობა თავისებურად შეასრულეს.

გასულ წელს ჩვენ ვნახეთ HTC, Motorola, Sony და სხვა კომპანიები, რომლებმაც გახსნეს თავისი მოწყობილობების ბუთლოადერები და ამისთვის სპეციალური ვებ-საიტებიც შექმნეს, რომ ეს პროცესი ლეგალური და უსაფრთხო ყოფილიყო. ჩრდილი ამ ყველაფერს იგივე მოწყობილობების ოპერატორებთან მიბმულმა ვერსიებმა მიაყენა.

Android-ის დეველოპმენტის საზოგადოებისთვის სიტუაცია შემდეგნაირად გამოიყურება: ფლაგმანური მოწყობილობები, როგორიცა Samsung Galaxy S III და HTC One X ჯერ კიდევ დაბლოკილია ოპერატორების მიერ. ძალიან ძნელია ამ პირობებში საუბარი იყოს იმაზე, რომ მოხმარებელს აქვს სრული კონტროლი თავის მოწყობილობაზე.

 ზოგიერთმა მკითხველმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ეს მისი პრობლემა არ არის და ამაზე მხოლოდ ნერდებმა და ჰაკერებმა უნდა იდარდონ. მაგრამ პროფესიონალური და ძალიან მაღალი ხარისხის CyanogenMOD-ის განვითარებამ მწარმოებელბის მიერ მოწყობილობის განახლებებზე უარის თქმის ფონზე ამ ბოლო დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძინა.

ეს არის სიტუაცია, რომელიც ალბათ ყველა Android-ის მომხმარებლისთვის არის ცნობილი. უამრავი მწარმოებელი ელოდება ოპერატორის მიერ დაწესებულ განახლების განრის, რომლის მიხედვითაც უნდა გამოუშვას პროგრამული განახლებები. ამას ვერ შველის მაისში შექმნილი ალიანსიც, რომელმაც უნდა იზრუნოს მოწყობილობების დროულ გნახლებაზე. როცა Android 4.2   ძალიან მალე გამოვა Nexus მოწყობილობებზე, ერთი წლის წინა გამოშვებული ICE Cream Sandwich (4.1) მოწყობილობების მეოთხედზეც არ არის გამოსული.

ამ ჩარტზე ძალიან კარგად ჩანს მიმდინარე მდგომარეობა, რომელის საფუძველზეც ძალიან ადვილია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ განახლებების სისტემა ძალიან არაეფექტურად მუშაობს.  Cyanogen-ის დეველოპერების ჯგუფმა განაცხადა, რომ მათი ფირმვერი უკვე 2 მილიონჯერ დაყენდა 750 სხვა-და სხვა მოწყობილობაზე. “უმთავრესად Cyanogen გამოიყენება მოწყობილობის სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის”  და მეორე “ის აუმჯობესებს ფუნქციონალს” განაცხადა TheVerge-თან ინტერვიუში ჯგუფის წარმომადგენელმა.

ძალიან ადვილია მივხვდეთ თუ რატომ ურჩევნია მომხმარებელს ქონდეს ძველი მოწყობილობა  ვიდრე იყიდოს ახალი. კველევამ უჩვენა, რომ ამერიკელების უმრავლესობა მოწყობილობას ორ წელიწადში ერთხელ იცვლიან და ამიტომაც ოპერატორების კონტრაქტიც ამ ვადით ფორმდება . აღნიშნულ ვადაზე მეტი ხნით მოწყობილობის ხმარებაში დატოვება არა მარტო ფულს ზოგავს არამედ ელექტრონული ნაგავის მოცულობასაც ამცირებს, რომელიც 2010 წელს მხოლოდ მობილური მოწყობილობებისთვის იყო 19 500 ტონა და აქედან მხოლოდ 11 პროცენტი წავიდა მეორად წარმოებაში.

თუ გავითვალისწინებთ კომპანიების წარმატებას ორწლიანი მოდელის პირობებში, მათ ინტერესებში ნამდვილად არ შედის მომხმარებლის ხელში განბლოკილი მოწყობილობის მოხვედრა. Samsung-ის Galaxy S III Verizon-ის ქსელში დახურული ბუთლოადერით გამოვიდა რასაც წინ უძღოდა ოპერატორის განცხადება, რომ გახსნილი ჩამტვირთი “საშუალებას არ მისცემს Verizon Wireless-ს გაწიოს მაღლი ხარისხის მომსახურება და სერვისი”

ოპერატორები მოწყობილობის განბლოკვის შემთხვევაში, მომხამრებლებს საშინელ პირობებს სთავაზობენ, უარს აცხადებენ საგარანტიო მომსახურებასა და მთელ რიგ მხარდაჭერაზე რაც კანონით ეკუთვნის ნებისმიერი სმარტფონის მფლობელს.

ზოგიერთი დეველოპერი, თვლის რომ “დეველოერული ტელეფონები ძალიან კარგი სამიზნეებია” CyanogenMOD-ის გუნდის წევრები ამბობენ რომ “ეს გვაძლევს საშუალებას ჩავიხედოთ ტექნოლოგიებში და აპარატურაში ისე, რომ შევძლოთ ადვილად გამოვიყენოთ ჩვენი ცოდნა სხვა მოწყობილობებისთვისაც”

მხოლოდ დეველოპერული ტელეფონები და განბლოკვის საშუალება არ არის მოტივი დეველოპერისათვის იმუშაოს მოდიფიცირებული ფირმვერის გამოშვებისთვის “ყველას განსხვავებული დაინტერესება და მოტივი აქვს ამ სფეროში” თქვა Cyanogen-ის გუნდის ერთ ერთმა წევრმა რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი მაიც არ არის გარანტირებული, რომ მიიღებს განახლებებს ნებისმიერი განბლოკილი და ღია მოწყობილობისათვის.

ყველაზე დიდი დაპირება ანდროიდის მხრიდან იყო “გახსნილობა” და ეს ყველაზე ძვირფასი რამ არის რაც ამ სისტემას გააჩნია. ამ სიკეთით სარგებლობა შესაძლებელი ხდება მას შემდეგ რაც კონკრეტული მოწყობილობა ხდება განბლოკილი ოფიციალურად ან არაოფიციალურად . Nexus პროგრამით Google ცდილობს ამ დაპირების შესრულებას და იმედია აიძულებს მწარმოებლებს და ოპერატორებს გახსნან დეველოპერებისთვის საჭირო ყველა შესაძლებლობა რომ  მოწყობილობებს გაუხანგრძლივდეც სიცოცხლე. ეს პროცესი ჯერ-ჯერობით ძალიან ნელა მიდის, თუნდაც Google-ის მფლობელობაში მყოფი Motorola ჯერ არ უშვებს განბლოკილ ტელეფონებს და პირიქითაც მათი ბუთლოადერები ძალიან მყარი შიფრებითაა დაცული.

თუ მომვალში გავიხედავთ Android-ის ღია მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია და მხოლოდ Google ის უკონტრაქოტ Nexus 4  ვერ შეძლებს საჭირო პირობების შექმნას რომ დამყარდეს ბალანსი. ამისთვის საჭიროა არა მხოლოდ ჰაკერების და დეველოპერების დაინტერესება, საჭიროა მომხმარებლებიც უფრო მომთხოვნი გახდნენ მათი მოწყობილობების მიმართ.

მომზადებულია TheVerge-ის სტატიის მიხედვით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.