XDA Developers – ფორუმის პროფესიონალმა დეველოპერებმა მოხდინეს დემონსტრაცია სადაც მიუხედავად მუშა სიგნალის გამაძლიერებლის და ფილტრის არქონისა LG Nexus 4-ში თუ როგორ მუშაობს ის LTE ქსელში. საუბარია LTE მე-4 დიაპაზონზე (1700 MHZ და 2100 MHZ) კანადურ ოპერატორებზე Telus და Rogers.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=GXOY9EVZ4vA[/youtube]

გასულ კვირას Anandtech-მა გამოაქვეყნა, რომ შესაძლებელია მე-4 დიაპაზონის ჩართვა თუნდაც იმ გამაძლიერებლით და ანტენით რომელიც Nexus 4-ს აქვს დედაპლატაზე. როგორც ცნობილია ძალიან რთულია სიხშირეებისა და ლიცენზიების უამრავი ნაირსახეობის გამო, როგორც ა.შ.შ-ს ტერიტორიაზე ასევე მთელს მსოფლიოში გააკეთო LTE ქსელების მხარდაჭერა ოპერატორებთან მიბმის გარეშე. ამიტომაც Google-მა გადაწყვიტა მის ფლაგმანურ მოდელს არ ქონოდა ამ სტანდარტი მხარდაჭერა.

Anand Tech-მა ასევე დაასრულა Nexus 4-ის LTE შესაძლებლობების ტესტირება. მე-4 დიაპაზონის LTE სრულად არის მხარდაჭერილი, მაგრამ სხვა დიაპაზონები, რომლებიც მსგავს სიხშირეებზე მუშაობს არ იმუშავებს. სრული ანალიზისთვის შეგიძლიათ იხილოთ AnandTech-ის მოხსენება.

წყარო: TheVerge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.