ალბათ იცით, რომ Lava Xolo ასოცირდება პირველ Intel Atom-ზე დაფუძნებულ სმარტფონთან Xolo 900. მიუხედავად ამისა ფირმამ გამოუშვა A800 რომელიც არის დიდი ეკრანით და იაფფასიანი ARM პროცესორით. Android 4.0-ზე დაფუძნებული სმარტფონი შედგება 1 გიგაჰერციანი და ორ ბირთვიანი MediaTek MT6577 ჩიპისგან 4.5 დიუმინა 960×540 IPS ეკრანით, რომელიც იშვიათი ამ კლასის მოწყობილობებში.
სმარტფონი სხვა საინტერესო დეტალებსაც შეიცავს და მათ შორის არის 2G და 3G სიმ-ბარათების სლოტი, აქვს backside-illuminated 8 მეგაპიქსელიანი უკანა კამერა, წინა VGA კამერა და 12 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება. კონტრაქტის გარეშე ტელეფონი ღირს 11,999 რუპია (220$) რაც ძალიან კარგი ფასია და იმედს დავიტოვებთ რომ ეს ტელეფონი შეიძლება ინდოეთის საზღვრებს გარეთაც გაიყიდება.

