FSF-ის ლიდერმა რიჩარდ სტოლმანმა მიუთითა, რომ Ubuntu-მ სპაივერი დანერგა თავის ოპ. სისტემაში Amazon-ის ინტეგრაციით Unity ინტერფეისის საიდბარში. მან მოუწოდა დეველოერებს გამოაჯანმრთელონ open source ოპერაციული სისტემა. Canonical-მა რომელიც არის Ubuntu-ს მთავარი სპონსორი განაცხადა, რომ მომხმარებლების პერსონალური ინფორმაცია არ გადაეცემა Amazons და ამ მხრივ საგანგაშო არაფერია.

სტოლმანმა თავის ბლოგში განაცხადა: “Ubuntu რომელიც არის ყველაზე გავრცელებული და გავლენიანი GNU/Linux დისტრიბუტივი, თავის სისტემაში მოიცავს სათვალთვალო კოდს. როცა მომხმარებელი ეძებს მის ლოკალურ ფაილებში Ubuntu აგზავნის საძიებო მოთხოვნას Canonical-ის სერვერებზე”

ამის გამო ის აღშფოთებას გამოხატავს და მოუწოდებს მომხმარებლებს უარი თქვან Ubuntu-ზე: “თუ თქვენ რეკომენდაციას უწევთ ან ავრცელებთ GNU/Linux-ს მაშინ ამოიღეთ Ubuntu თქვენი დისტრიბუტივების სიიდან. თუ თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს ის რომ Ubuntu რეკომენდაციას უწევს არათავისუფალი პროგრამების ინსტალაციას მაშინ გაითვალისწინეთ ისიც, რომ უკვე მას აქვს სათვალთვალო პროგრამაც და უარი თქვით ამ დისტრიბუტივის რეკომენდაციაზე”

Canonical-ის დამფუძნებელმა ამაზე უკვე გააკეთა კომენტარი სექტემბრის ბლოგ-პოსტში სადაც ის ამბობს: “12.10-ში ჩვენ გადავდგით პირველი ნაბიჯები ონლაინ სერვისებთან ინტეგრაციისაკენ, ძიებისას თქვენ ნახავთ როგორც ლოკალურ ფაილებს, მუსიკას და აპლიკაციებს ასევე მსგავს კონტენტს Amazon-ისგან. გაითვალისწინეთ ეს არ არის რეკლამა, ეს არის თქვენი ძიების რეზულტატები. ჩვენ არ ვეწევით კონკრეტული პროდუქტების რეკლამირებას”

პასუხი Canonical-ის  Community მენეჯმენტის უფროსმაც გააკეთა თავის ბლოგში: “ახალი ძიება არის ერთი ცენტრალური ადგილი სადაც თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ყველაფერი რაც თქვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა, დღეს ეს სისტემა არ არის სრულყოფილი, ჩვენ გვჭირდება დრო რომ ძიების რეზულტატები იყოს უფრო ზუსტი. ყოველი ახალი ვერსიის გამოსვლასთან ერთად ჩვენ ვაუმჯობესებთ სერვისს მომხმარებლებისგან შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე, ამით სისტემა უფრო დახვეწილი და გახსნილი ხდება ვიდრე მანამდე იყო.

სტოლმანი თვლის რომ არათავისუფალი (non-free) პროგრამების ადგილი არ არის ღია წყაროში (open source). მას ამ საკითხში მომხრეებიც ყავს და მოწინააღმდეგეებიც. გასაგებია, რომ Canonical-ს უნდა მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული გარემოს შექმნა, მაგრამ Amazon, რომელიც უმთავრესად პროპრიეტარული სისტემაა კორექტულად არ გამოიყრება GNU/Linux გარემოში.

ჩემი აზრით მომხმარებელს უნდა ქონდეს არჩევანის საშუალება გამოიყენებს თუ არა Amazon-ის სერვისებს Ubuntu-ს გარემოში და საერთოდ მსგავსი ფუნქციონალი ავტომატურად არ უნდა იყოს გააქტიურებული სისტემაში.

მომზადებულია TechCrunch-ის მასალებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.